GE

სექტემბრიდან საჯარო სკოლის კლასის დამრიგებლის დანამატი გაორმაგდება – რა წერია 2027 წლის ბიუჯეტის ახალ ვერსიაში

საჯარო სკოლის კლასის დამრიგებლის დანამატი სექტემბრიდან უნდა გაორმაგდეს. ამის შესახებ EDU.ARIS.GE-მ დღეს, 6 ნოემბერს, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიაში ამოიკითხა.

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი მეორე მოსმენით განხილვისთვის. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და წარდგენილი ახალი პროექტის თანახმად, ბიუჯეტის მეორე განხილვისთვის განათლების სამინისტროსა და მისი პროგრამებისთვის ჯამურად განკუთვნილი თანხები ოთხ მილიარდამდეა – 3 709,6 მლნ ლარი (3 მილიარდ 709 მილიონ 600 ათასი ლარი).

მათ შორის, გაზრდილია სკოლამდელი და ზოგადი განათლების თანხები და ორ მილიარდზე მეტი – 2 099,2 მლნ ლარი (2 მილიარდ 99 მილიონ 200 ათასი ლარი) იქნება, რაც პროექტის პირველად ვერსიას 16,3 მლნ ლარით აღემატება.

სწორედ ამ მიმართულებაში წერს საქართველოს მთავრობა, რომ სკოლამდელი და ზოგადი განათლების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასების ზრდა და გარდა ამისა, მომდევნო წლის სექტემბრიდან გათვალისწინებულია სადამრიგებლო დანამატის გაორმაგება.

განათლების სამინისტროს დაფინანსება 2027 წლის შეცვლილი ბიუჯეტით ყველა მიმართულებით გაზრდილია – თანხების ახალი განაწილება

ცნობისთვის, დამრიგებლის დანამატი დღეს 80 ლარია, რომლის გაზრდასაც დამრიგებლები არაერთი წელია ითხოვენ.

ასევე იხილეთ:

„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური