შესაძლოა, 2020-2021 სასწავლო წლის ეროვნული ოლიმპიადის პირველი ტური ონლაინ ფორმით ჩატარდეს
„ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილება შევიდა.
განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის ხელმოწერით დამტკიცებულ ბრძანებაში გაჩნდა ახალი ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც 2020-2021 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური შესაძლებელია ონლაინ ფორმით ჩატარდეს.
„2020-2021 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური შესაძლებელია ჩატარდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ჩართულობით, ელექტრონული/ონლაინ ფორმით“, – ვკითხულობთ ბრძანებაში.
სავარაუდოა, რომ აღნიშნული ცვლილება ქვეყანაში არსებულმა ეპიდსიტუაციამ განაპირობა. აქამდე, როგორც წესი, პირველი ტური სკოლებში იმართებოდა, მომდევნო ტურებს კი ცენტრალიზებულად ატარებდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.
შეგახსენებთ, რომ 2020-2021 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს დასრულდა, თუმცა ამ დრომდე არც ამ ტესტირების ჩატარების ვადები და არც ფორმატი ცნობილი არ იყო.
2019-2020 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის III ტური აღარ ჩატარდება
-
საგამოცდო პროცესი სრულად ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება – რა პრიორიტეტები გაწერა მთავრობამ უმაღლეს განათლებაში
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან