„სირცხვილია!“ – სტუდენტების ნაწილი თსუ-ის იუბილეზე ვერ დასწრებას აპროტესტებს
„აუდიტორია 115“-ის წევრები და სტუდენტთა ნაწილი თსუ-ის 100 წლის იუბელსთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ვერ დასწრებას აპროტესტებენ თსუ-ის სააქტო დარბაზის წინ, სადაც შესვლა ვერ მოახერხეს.
სტუდენტები უნივერსიტეტის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ეკამათებიან და სააქტო დარბაზში შესვლას ითხოვენ, სადაც ღონისძიება უკვე დაწყებულია. პერიოდულად ისინი დარბაზში შემსვლელებს მიმართავენ შეძახილებით – „სირცხვილია!“.
„ღონისძიებები, რომლებიც დაგეგმა უნივერსიტეტმა წერია, რომ არის საჯარო. საჯარო ღონისძიებაზე დასწრების უფლება კი ჩვენ არ უნდა გვეზღუდებოდეს“, – ამბობს „აუდიტორია 115“-ის ერთ-ერთი წევრი.
რამდენიმე წუთის წინ სტუდენტებმა დარბაზში შემავალ პრემიერ-მინისტრს, დაცვის გადაღობვის მუხედავად, დაუძახეს, რომ სტუდენტებს დასწრების საშუალება არ ეძლევათ და სთხოვეს, რომ ისინი შეეყვანა. თუმცა პრემიერმა შეკრებილ სტუდენტებს უხმოდ ჩაუარა. იმავე თხოვნით სტუდენტებმა განათლების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელსაც მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. სააქტო დარბაზში ასევე არ შეუშვეს 2 ლექტორი.
ერთ-ერთმა სტუდენტმა სააქტო დარბაზში შეპარვა მოახერხა, თუმცა დაცვამ ისიც გარეთ გამოიყვანა. გიორგი სოფრომაძემ სააქტო დარბაზში შესვლა სწორედ მაშინ მოახერხა, როცა მისასალმებელი სიტყვით უნივესიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიზე გამოდიოდა. მან რამდენიმე წუთით რექტორს სიტყვაც გააწვეტინა, თუმცა დაცვამ დარბაზიდან მალევე გაიყვანა.
„თქვენ უსმენთ ამ ადამიანის სიცრუეს… ყველამ, ყველამ უნდა მოითხოვოთ, რომ დღეს აქ სტუდენტები შემოვიდნენ“, – აღნიშნული სოფრომაძემ დარბაზიდან გაყვანამდე განაცხადა.
თსუ-ს 100 წლილს იუბილეზე მორიგი ინციდენტი სტუდენტების ოთხაში გამოკეტვას უკავშირდება.
როგორც სტუდენტები EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას აცხადებენ, რამდენიმე სტუდენტმა დარბაზთან მიახლოება კულტურის დეპარტამენტიდან მოახერხა, თუმცა დაცვამ დარბაზში შესვლის საშუალება მათ მაინც არ მისცა და ერთ ერთ აუდიტორიაში “გამოკეტა”. მათივე თქმით, დაცვის წარმომადგენლებმა მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
სტუდენტების ვნებათაღელვა მას შემდეგ ჩაცხრა რაც დარბაზი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დატოვეს. ღონისძიების დასრულებამდე ცოტახნით ადრე „აუდიტორია 115“-ის წევრებმა მედიის საშუალებით თავიანთი მიმართვა წაიკითხეს, სადაც საუბარი უნივერსიტეტის მნიშვნელობას, მის როლს ქვეყნის სოციალურ პოლიტიკურ ცხოვრებაში, ცვლილებებების აუცილებლობას, თავისუფელბასა და თანასწორიბას ეხებოდა.
სააქტო დარბაზთან სტუდენტების აქციის ფონზე, დარბაზში ღონისძიება მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. მოწვეულს სტუმრებს მიმართეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, თსუ-ის რექტორმა გიორგ შარვაშიძემ, პრემიერ–მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი ჯანელიძემ.
„მე სახლიდან უნდა ვიზეიმო 100 წლის იუბილე – სტუდენტებისთვის ყველა კარი დაკეტილი იქნება“
მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება