სკოლა ვალდებული იქნება სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობები შექმნას – ცვლილება კანონში
პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტმა განიხილა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, რომლის თანახმადაც სკოლა ვალდებული იქნება სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობები შექმნას.
ინიცირებული ცვლილების თანახმად, კანონის 26-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატება ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი დაამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამედიცინო პერსონალის სტანდარტს.
„კოვიდ19-მა დაგვანახა, რომ ეს აქტუალური საკითხია და სწორად, კომპლექსურად უნდა იყოს გადაჭრილი. აღსანიშნავია, რომ სამინისტროში უკვე მიმდინარეობს სამედიცინო პერსონალის სტანდარტის შემუშავების პროცესი“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილმა.
კანონპროექტის თანახმად, 2023 წლის 1-ლ იანვრამდე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირება. დეპუტატებმა კანონპროექტს მხარი დაუჭირეს. კომიტეტის გადაწყვეტილებით, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
განათლების სამინისტრო სკოლების დალაგება-დასუფთავების სტანდარტის შექმნაზე ახლა მუშაობს
-
საგამოცდო პროცესი სრულად ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება – რა პრიორიტეტები გაწერა მთავრობამ უმაღლეს განათლებაში
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან