„სკოლები მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში და დროებით უნდა დაიხუროს!“
საქართველოს დიდ ქალაქებსა და ზოგიერთ სოფლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში ისევ გადაიდო და მხოლოდ პირველ ოქტომბერს განახლდება. საქართველოში მოქმედი 2085 საჯარო და 220 კერძო სკოლიდან, 15 სექტემბერს სწავლა საკლასო ოთახებში 1577 სკოლამ, ხოლო 730-მდე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ დისტანციურად დაიწყო.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში კი აცხადებენ, რომ სკოლები მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში და დროებით უნდა დაიხუროს.
ჯანმოს დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ამის შესახებ განცხადება ონლაინ კონფერენციაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ სკოლები ლოკალურად, მხოლოდ იმ ტერიტორიაზე უნდა დაიხუროს, სადაც კორონავირუსის გავრცელება ინტენსიურად ხდება.
„სკოლები მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში და დროებით უნდა დაიხუროს, ეს უნდა მოხდეს ლოკალურად იმ ადგილებზე სადაც ვირუსი ინტენსიურად ვრცელდება. მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, სკოლების დაკეტვა ბოლო ნაბიჯი უნდა იყოს, ისიც მხოლოდ დროებით და ლოკალურ დონეზე. სკოლების დაკეტვის შემთხვევაში, დისტანციური სწავლების პროცესი გარანტირებული უნდა იყოს. სწორი მუშაობის შედეგად, შეგვიძლია ჩვენი შვილების უსაფრთხოება უზრუნველვყოთ და კიდევ ერთხელ დავინახოთ, რომ განათლება და ჯანმრთელობა ცხოვრებისათვის ორი მნიშვნელოვანი ასპექტია“, – განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.
ჯანმომ ასევე შეიმუშავა დეტალური რეკომენდაციები, რომლებიც სკოლებმა სასწავლო პროცესის დროს უნდა გაითვალისწინონ.
იუნისეფის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად კი, 51 ქვეყანაში 872 მილიონი ბავშვი კორონავირუსის პანდემიის გამო სკოლაში არ დაბრუნებულა, აქედან კი 400 მილიონ ბავშვზე მეტს არც დისტანციურ სწავლებაზე მიუწვდება ხელი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები სწავლის დაწყებისთვის
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
„სექტემბერში უმაღლესი განათლება გაიაფდა, საშუალო განათლება კი გაძვირდა“ – საქსტატის უახლესი მონაცემები
by ARIS.GE-განათლება