სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, დისტანციურ რეჟიმზე ერთი კვირის განმავლობაში იქნებიან
სასწავლო პროცესი ქვეყენაში კვლავ შერეული სისტემით წარიმართება, სკოლებში კი სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული დისტანციური სწავლების რეჟიმი ერთი კვირის მანძილზე იმოქმედებს. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
„სასწავლო პროცესი განათლების სისტემაში მიმდინარეობს კვლავ შერეული ფორმით. ნაწილ სკოლებში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს დისტანციურ ფორმატში, ნაწილში კი – საკლასო ოთახებში. სადაც ფიქსირდება კოვიდ ინფექცია სამინისტრო ეპიდემიოლოგებთან ერთად წერტილოვნად მართავს პროცესს.
„მოგეხსენებათ საარჩევნო უბნების ძირითადი ნაწილი მდებარეობს სკოლების სივრცეში, იმის გამო, რომ დავიცვათ თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რისკები ავიცილოთ თვიდან, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სავარაუდოდ ერთი კვირის განმავლობაში, სასწავლო პროცესი იმ სკოლებში, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, გადავა დისტანციურ ფორმატზე და მომდევნო კვირაში კვლავ განახლდება ჩვეულ ფორმატში სასწავლო პროცესი“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.
„პანდემია COVID-19 ბოლო 25 წელიწადში გოგონების განათლების სფეროში მიღწეულ პროგრესს ემუქრება“
-
გამოქვეყნდა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტი ქიმიაში
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
„ვიცით, რა უნდა ვასწავლოთ, მაგრამ ახალ წიგნებში რა იქნება, ეგ არ ვიცით – მასწავლებელი გამოწვევის წინაშეა“
by ARIS.GE-განათლება
-
გამოქვეყნდა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები ისტორიაში
by ARIS.GE-განათლება