„პანდემია COVID-19 ბოლო 25 წელიწადში გოგონების განათლების სფეროში მიღწეულ პროგრესს ემუქრება“
იუნესკოს მიერ, გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ანგარიში აჩვენებს, რომ 1995 წლიდან გოგონების რიცხვი, რომლებიც დაწყებით და საშუალო სკოლაში სწავლობენ 180 მილიონით გაიზარდა. ამ მაჩვენებლის ზრდის მიუხედავად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, გოგონები ბიჭებთან შედარებით, იზოლაციაში იზრდებიან. ამ მდგომარეობას არსებული პანდემია კიდევ უფრო ართულებს. განათლების მონიტორინგის ანგარიშის თანახმად, თანასწორობის მისაღწევად, მთავრობების ბრძოლა დისკრიმინაციის წინააღმდეგ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
,,ჩვენ ყველამ ვიცით, რომ განათლება თანასწორობის მთავრი მაჩვენებელია. გოგონების განათლება თანასწორუფლებიანი სამყაროსკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. ჩვენ მოხარულები ვართ განვაცხადოთ საერთაშორისო საზოგადოების მუდმივი ძალისხმევის შედეგად, გოგონების განათლების სფეროში მიღწეული პროგრესის შესახებ. თუმცა, გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ჩვენ საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ფენების განათლებით უზრუნველყოფის ამოცანას კვლავ ვერ ვუმკლავდებით. პანდემია COVID-19-ის პირობებში, რომელიც გენდერული უთანასწორობის პრობლემას უფრო ამწვავებს, ჩვენ ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ,“- აცხადებს იუნესკოს გენერალური დირექტორი ოდრი აზულე.
მოხსენებას მიხედვით, შემუშავდა რეკომენდაციები, რომლის თანახმად, ზომების მიღება საჭიროა შემდეგ სფეროებში:
განათლების მხრივ გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრა – საგანმანათლებლო პროცესის სხვადასხვა საფეხურზე ბიჭების რაოდენობა გოგონებისას აღემატება. მაგალითად ქვეყნების 4%-ში, დაწყებით სკოლაში, ყოველ 10 ბიჭზე 9 გოგონაზე ნაკლები მოდის. იგივე თანაფარდობა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ქვეყნების 21%-ში აღინიშნება.
საჭიროა ყველა ფეხმძიმე და ახალგაზრდა დედის მხარდაჭერა, რათა მათ სკოლაში სიარული შეძლონ – ადრეული ფეხმძიმობის მაჩვენებლის გლობალური ვარდნის მიუხედავად, აფრიკის ქვეყნებში ის კვლავაც მაღალია. ჩადის რესპუბლიკაში, მალისა და ნიგერაში ეს მაჩვენებელი 1995 წელთან შედარებით მაღალია. ეკვატორულ გვინეასა და ტანზანიის გაერთიანებულ რესპუბლიკაში, მკაცრი აკრძალვების გამო, ფეხმძიმე გოგონებს სკოლაში სიარულის უფლება არ აქვთ.
ყველა მასწავლებელმა და პროფესიული ზრდის საკითხების კონსულტანტმა მომზადება უნდა გაიაროს – ეს იმისთვის არის საჭირო, რომ მათ გოგონების მიერ პროფესიის არჩევისას, ხელი შეუშალონ ნეგატიური გენდერული სტერეოტიპების გავრცელებას. აღსანიშნავია, რომ ქვეყნების ორ მესამედში, გოგონების წილი, რომლებიც საინჟინრო საქმეს შეისწავლიან, მხოლოდ 25%-ს შეადგენს. გარდა ამისა, ქალების წილი ტექნიკური და პროფესიული განათლების სფეროში 1995 წელთან შედარებით 45%-დან 42%-მდე შემცირდა.
ყველა სასწავლო პროგრამამ და სახელმძღვანელომ ქალები ისე უნდა წარმოადგინოს, რომ გენდერული სტერეოტიპების გამყარება არ მოხდეს – ბევრ ქვეყანაში სახელმძღვანელოების განხილვამ აჩვენა, რომ მათ ტექსტებსა და ილუსტრაციებში ქალები არა აქტიურ სოციალურ თანამდებობებზე, არამედ ტრადიციულ შინაურ როლებზე არიან წარმოდგენილნი.
ყველა მოსწავლეს უნდა ჰქონდეს წვდომა სქესობრივ განათლებაზე – მოსწავლეების გენდერული იდენტობის გაგება და პატივისცემა, სქესის მიხედვით ძალადობის შემცირებას უწობს ხელს. ხელმისაწვდომი სქესობრივი განათლება ადრეული ფეხმძიმობის შემთხვევებსაც ამცირებს.
მაღალ თანამდებობაზე მყოფი ქალების წახალისება – მოსწავლეებისთვის ქალების მისაბაძ მაგალითად წარმოჩენა სოციალური და გენდერული ნორმებისა და წარმოდგენების შეცვლას შეუწყობს ხელს. ანგარიშის თანახმად, ნეგატიური სტერეოტიპები იმასთან დაკავშირებით, რომ ქალებს არ შეუძლიათ იყვნენ ლიდერები, უმაღლეს სასწავლო სისტემებში ქალი მასწავლებლების დეფიციტით არის განპირობებული. მთელ მსოფლიოში, დაწყებითი სასწავლო დაწესებულებების მასწავლებლების 94%-ს ქალები შეადგენენ, უნივერსიტეტებში ეს მაჩვენებელი 43%-ს უდრის.
დამაიმედებელი პროგრესის მიუხედავად, ბევრ ქვეყანაში გენდერული ფაქტორი კვლავაც თამაშობს გადამწყვეტ როლს მოსწავლეების მიღებისას. ჩადის რესპუბლიკაში, გვინეა-ბისაუსა და იემენში ყოველ 100 სკოლადამთავრებულ ბიჭზე, 80-ზე ნაკლები გოგონა მოდის. გენდერული განსხვავებები განსაკუთრებულად რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში მოფ საზოგადოებაში არის შენარჩუნებული. 20-ზე მეტ ქვეყანაში პრაქტიკულად არც ერთ ღარიბ ახალგაზრდა ქალს საშუალო სკოლა არ დაუმთავრებია.
მოამზადა თეა ინაშვილმა
წყარო: unesco
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება