სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, მომავალ კვირას დისტანციურ სწავლებაზე გადავლენ

განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის ინფორმაციით, ის სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, მომავალი კვირის ოთხშაბათიდან დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავლენ.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, ეს დროებითი ღონისძიებაა და მხოლოდ არჩევნებისთვის მოსამზადებლადაა საჭირო.
„როგორც იცით საარჩევნო უბნები განთავსებულია ზოგიერთ სკოლაში და იმ სკოლებში, სადაც არის საარჩევნო უბანი, არჩევნებისთვის ჩასატარებელი მოსამზადებელი სამუშაოების გამო, მომავალი კვირის ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს, დროებით გადავლენ დისტანციურ რეჟიმში. ეს არის დროებითი, მხოლოდ იმ სკოლებისთვის, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერსაა დაგეგმილი.
საბავშვო ბაღები, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, 6 დღით დაიხურება
-
2025 წელს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა ეტაპობრივად განხორციელდება – თარიღები და გასაწვევ პირთა ვალდებულება by ინფოLIFE
-
ცნობილია ლიტერატურული პრემია „საბა“ 2024-ის გამარჯვებულების ვინაობა by ინფოLIFE
-
პროკურატურა: „უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს“ by ინფოLIFE