„სკოლების დახურვა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მოხდება“
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების ზრდადი მაჩვენებლების ფონზე, მთავრობის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სკოლების შესახებ ჯერ არ უმსჯელია, თუმცა სასწავლო დაწესებულებების დახურვა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მოხდება. მისივე თქმით, ამ ეტაპზე არ იგეგმება ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნა.
„კომენდანტის საათის გაუქმება არ იგეგმება. ამის საფუძველი და ფუფუნება არ გვაქვს. პანდემია კვლავ არის საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში. ჩვენ ვაკვირდებით, რომ ევროპის ქვეყნებში მნიშვნელოვანი გამკაცრებების ღონისძიებები მიმდინარეობს, მაშინ როცა, საქართველოში გვაქვს მნიშვნელოვანი შემსუბუქებები. სკოლებთან დაკავშირებით ჯერ საბჭოს არ უმსჯელია. შესაბამისად, ინფორმაცია, რომ დისტანციურ რეჟიმში გადაყვანა იგეგმება, სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენთვის პრიორიტეტულია ჩვენი ბავშვების განათლება და აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ლოკალურად ისე იმართოს თითოეული შემთხვევა, რომ სკოლების დახურვა საჭირო გახდეს ყველაზე ბოლო ეტაპზე, რათა ჩვენს ბავშვებს მივცეთ საშუალება, დაამთავრონ ეს სემესტრი ჩვეულ რეჟიმში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 419 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 307 პირი. 2021 წლის 15 თებერვლიდან ქვეყნის ყველა რეგიონში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები გახსნილია და ეპიდემიის მართვა წერტილოვანი შეზღუდვებით მიმდინარეობს.
პედაგოგებისა და ბაღის აღმზრდელების ვაქცინაცია შესაძლოა, ვადაზე ადრე დაიწყოს
-
განათლების ხარჯები 400 მილიონი ლარით იზრდება – რა (არ) წერია 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველად ვარიანტში ხელფასებზე
by ARIS.GE-განათლება
-
პარლამენტი განათლების სამინისტროს განმეორებით ავალებს, სახელმწიფო უწყებებს წვდომა ჰქონდეთ უმაღლესი და პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემებზე
by ARIS.GE-განათლება
-
ისტორიის სახელმძღვანელოს ავტორი: „თხრობითი ნაწილი 500-600 სიტყვამდე შევამცირეთ, VII ან X კლასელს რაში სჭირდება, ან რა საჭიროა ყველა სულთნის სწავლა?“
by ARIS.GE-განათლება