სკოლების ნაწილში დისტანციური სწავლება აქამდე არ დაწყებულა – რა პასუხი აქვს განათლების მართვის სისტემას
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 15 სექტემბერს 1577 სკოლაში სასწავლო პროცესი დაიწყო საკლასო ოთახებში, 700 სკოლაში კი – დისტანციური რეჟიმით.
თუმცა როგორც ირკვევა, ოფიციალურად სწავლის დაწყების პირველი კვირის ბოლოსაც კი, სკოლების ნაწილში, მათ შორის საუბარია თბილისის პრესტიჟულ სკოლებზე, დისტანციური სწავლება აქამდე დაწყებული არ არის. ამის შესახებ EDU.ARIS.GE -ს მშობლები ატყობინებენ. მათი ნაწილი პრობლემის შესახებ წერს სოციალურ ქსელშიც. მშობლები და სკოლების ნაწილი, როგორც ეს გორის მაგალითზე ვნახეთ ხელს სამინისტროსკენ იშვერს, ოფიციალური უწყება კი ამტკიცებს, რომ პრობლემა მათგან არ მომდინარეობს.
“ჩვენი სკოლა თბილისის ცენტრში მდებარეობს, ონლაინ სწავლება კი არა, წიგნებიც არ მიგვიღია ამ დრომდე”.
„სწავლა ისევ არ დაგვიწყია და არც ის ვიცით, როდის მოხერხდება იმ სიმბოლური, 20 წუთიანი ონლაინ გაკვეთილების ჩატარებაც კი. თუ ვინმეს კიდევ უკვირს, რატომ ვარ ძალიან აღშფოთებული და გაბრაზებული, რა თქმა უნდა, ჩემს ადგილას ყოფნას არავითარ შემთხვევაში არ ვუსურვებ, თუმცა ვურჩევ, ჩემი შვილების, მათი კლასელებისა და მშობლების ნაცვლად წარმოიდგინოს თავი. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სისტემა თუ მზად არის, მთელი ზაფხული თუ დღე და ღამე მუშაობაში გაასწორეთ (როგორც ამბობთ), სწავლას ამ დრომდე რატომ ვერ ვიწყებთ, გამაგებინეთ“.
„ორი შვილი მყავს პირველკლასელი და მე-8 კლასელი, უფროსის კლასში 16 სექტემბრიდან დაიწყეს ონლაინ გაკვეთილები,ზოგი საგანი უტარდება, ზოგი – არა. რაც შეეხება პირველ კლასს, ჯერჯერობით ბავშვებს ტიმსის პროგრამაში შესვლის პროცესი მიმდინარეობს. კლასში 25 ბავშვია ტიმსის ჯგუფში ჯერ მხოლოდ 12-ია გაწევრიანებული. მასწავლებელმა 23 ბავშვი მაინც უნდა იყოსო და ველოდებით, ორშაბათიდან ანუ 21 სექტემბრიდან დავიწყებთ დისტანციურ გაკვეთილებსო და ამასობაში მოვიდა ოქტომბერი“
„ძალიან შემეცოდა ბავშვი, ისე ელოდებოდა პირველი კლასის გაკვეთილებს, იჯდა ბუკთან ელოდა დამირეკავენო. ტელესკოლა გამახსენდა, ჩავურთე და ისეთი ბედნიერ იყო„ – აცხადებენ მშობლები.
როგოც EDU.ARIS.GE -ს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში განუცხადეს, Microsoft-ის პროგრამა Teams-ში კლასების ავტომატური ასახვის პროცესი მიმდინარეობს. თუ ჯგუფი ასახული არაა, მასწავლებლებს თავად შეუძლიათ ჯგუფები შექმნან. გარკვეული შეფერხებები შეექმნათ პირველკლასელებს და კერძო სკოლებიდან საჯარო სკოლებში გადასულ მოსწავლეებს, რომელთა რიცხვიც საკმაოდ დიდია და მონაცემების ასახვა მიმდინარეობს.
„განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ პროგრამა Microsoft Teams -ში კლასების ავტომატურად ასახვის პროცესი დაწყებულია და ეტაპობრივად ყველა მასწავლებელს გამოუჩნდება საკუთარი საგნები და მოსწავლეები, მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ სკოლებს ფორსმაჟორულ სიტუაციაში უწევთ საგაკვეთილო ბადის ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა eSchool-ში ასახვა, სისტემაში დაგროვდა დიდი მოცულობის ინფორმაცია, შესაბამისად, შესაძლოა სკოლაში სასწავლო წლის დაწყებამდე (15 სექტემბერი) მონაცემების დროულად ასახვა Microsoft Teams-ში ვერ მოესწროს, ასეთ შემთხვევაში მასწავლებლებს თავად შეუძლიათ თავიანთი საგნების (კლასების) შექმნა მოცემული ინსტრუქციების მიხედვით მარტივად“, – აცხადებენ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.
აქვე გთავაზობთ რა ინსტრუქციებით უნდა იხელმძღვანელონ პედაგოგებმა:
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება