სკოლების სრულად გახსნის თარიღი უცნობი რჩება – განისაზღვრა რა შემთხვევაში იქნება შესაძლებელი სასწავლო პროცესის განხორციელება
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილებები შევიდა, სადაც საგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ ახალი ჩანაწერი გაჩნდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ COVID-19-ის თავიდან აცილების მიზნით, ქვეყანაში უნდ შეჩერდეს სკოლამდელი განათლების განხორციელება. სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა კი პროცესი შეიძლება განაახლონ მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად. დოკუმენტში კონკრეტულ თარიღებზე საუბარი არაა.
„ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების ან/და სასკოლო მზაობის პროგრამების განხორციელება შეჩერდეს. დანარჩენმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა სასწავლო პროცესი უნდა განახორციელონ „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.
„საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უშუალოდ ან ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული უწყებების დახმარებით განხორციელებული შემოწმების შედეგად სამუშაო ადგილებზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებაზე გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე”, -ვკითხულობთ მთავრობის დადგენილებაში.
მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ნოემბრიდან ქვეყნის დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესი სრულად დისტანციურ რეჟიმზე დაბრუნდა, რეგიონების ნაწილში კი, სწავლება საკლასო ოთახებში მიმდინარეობს.
-
პედაგოგებმა შალვა პაპუაშვილს მიმართეს – „დამრიგებლის დანამატის ზრდა, ღირსეული პენსია, დაზღვევის გაუმჯობესება და სოციალური შეღავათები“
by ARIS.GE-განათლება
-
კითხვის უნარის განვითარების სირთულეები და მათი გადაჭრის გზები დაწყებით კლასებში – ის, რაც მშობელმა და მასწავლებელმა უნდა იცოდეს
by განათლებული ბლოგი
-
აბიტურიენტის მამა: „ამ რეფორმით 22 წლის ასაკში მივიღებთ მაგისტრებს, რომლებსაც ექნებათ ამბიცია და არ ექნებათ ნახევარი ცოდნაც კი“
by ARIS.GE-განათლება