4 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის სრულად დისტანციურ რეჟიმში გადადის
“სასწავლო პროცესის განახლების გრაფიკი იცვლება და 4 ნოემბრიდან 25-ნოემბრამდე ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიც არის თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, აჭარა, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი, პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, სასწავლო პროცესი გადავა სრულად დისტანციურ ფორმატზე”, – განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ერთი მიმართულება, რაზეც დღეს იმსჯელეს ასევე არის საარჩევნო უბნები, რომელიც განთავსებულია სკოლები და იქაც სასწავლო პროცესი 4 ნოემბრიდან ისევ უნდა განახლებულიყო.
“ერთი საკითხი იყო სკოლები სადაც საარჩევნო უბნები იყო განთავსებული და მეორე დიდ ქალაქებში მობილობის პრევენცია. ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს არ გამწვავდეს მეტად ამ ქალაქებში ეპიდსიტუაცია. ეს ქალაქები სრულად გადავა დისტანციურ სწავლებაზე, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლები“,- განაცხადა დგებუაძემ.
ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განმარტებით, უნივერსიტეტები სწავლების იმ რეჟიმზე დარჩებიან, რომელიც მათ ახლა აქვთ.
ამავე თემაზე:
„უნივერსიტეტები და პროფსასწავლებლები სწავლას დღემდე არსებული რეჟიმით განაგრძობენ“ – ვიცე-პრემიერი
ონლაინ სწავლების გამო, შეიცვლება თუ არა სკოლებში ზამთრის არდადეგების ხანგრძლივობა?
- დამტკიცდა საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის 2025 წელს სწავლების ხელშეწყობის პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- არჩევნები სტუდენტთა პროტესტის ფონზე – ბსუ-ის რექტორი ტიტე აროშიძე გახდა by ARIS.GE-განათლება
- მოსწავლეებისა და მშობლების საპროტესტო აქცია საჯარო სკოლის მშენებლობის დაწყების გაჭიანურების გამო by ARIS.GE-განათლება