„სკოლებში დამრიგებლის როლი უნდა გაიზარდოს“ – განათლების მინისტრს პარლამენტში უსმენენ
პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის მოსმენა მიმდინარეობს. მინისტრმა სიტყვა რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი მოზარდის სამძიმრით დაიწყო და განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, სამოქმედო გეგმაზე მუშაობა მიმდინარეობს. მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, გარდა იმისა, რომ კერძო სკოლების უსაფრთხოება მოექცევა საერთო რეგულაციებში, ცვლილებები იგეგმება დამრიგებლის ინსტიტუტის მხრივ და სკოლების ცხოვრებაში მშობელთა უფრო აქტიურად ჩართულობის მიზნით.
„უნდა გაიზარდოს დამრიგებლის როლი თითოეული მოსწავლის საჭიროებების და შესაძლებლობების იდენტიფიცირებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით. უნდა გაიზარდოს სკოლის ყოველდღიურობაში პრობლემათა იდენტიფიცირების და გადაჭრის პროცესებში, თავად მოსწავლეთა და მშობელთა ჩართულობა. ამ მიზნით სჭიროა ელექტრონული რესურსების განვითარება, მშობელთა, მასწავლებელთა და სასკოლო საზოგადოების რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. ახალგაზრდებში ნეგატიური ტენდენციებს შესამცირებლად და რაც მთავარია, მათი სრულფასოვანი განვითარებისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია მოსწავლეთა ჩართულობა შემოქმედებით აქტივობებში და არაფორმალური განათლების განვითარება, წრეების, კლუბების სახელოვნებო და სპორტული მიმართულებით. ამ მიზნით უკვე დავიწყეთ სკოლის გარეშე სახელოვნებო განათების ხელშეწყობის პროექტი“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია სკოლების დეცენტრალიზაცია და იქ პიროვნებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა, რაც ყველა მოზარდს საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალებას მისცემს.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
-
სკოლის ექიმად დასაქმებისას პრიორიტეტი მიენიჭება ამ სახელმწიფო სერტიფიკატის ფლობას – ცვლილება კანონში
by ARIS.GE-განათლება
-
ქართველ ახალგაზრდებში რუსეთში განათლების მიღების პერსპექტივების პოპულარიზაციას ეწევიან – რას წერს სუსი საკუთარ ანგარიშში
by ARIS.GE-განათლება
-
მასწავლებელი სასკოლო ფორმებზე: „ჩვენს საზოგადოებას უჭირს განსხვავებულობის მიღება – როცა ფორმები არაა, სკოლაშიც უნდა შეეგუო ამას და არ უნდათ“
by ARIS.GE-განათლება