სკოლებში პირბადის გამოყენება ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო ხდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, 4 ოქტომბრიდან, სასკოლო სივრცეში პირბადის გამოყენება ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება. ამის შესახებ მან დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„სიახლე არის, რომ სკოლებში ყველა მოსწავლისთვის პირბადის ტარება იქნება სავალდებულო. იმისთვის, რომ იქ იყოს და არის ჯანსაღი გარემო. სავალდებულო უფროსკლასელებისთვის იყო, ამჟამად ჩვენ მოვითხოვთ, რომ ყველა მოსწავლეს და თავისთავად, მასწავლებლებსა და ადმინისტრაციის (წარმომადგენლებს), სასკოლო გარემოში ეკეთებათ პირბადე, რომ ჩვენმა ბავშვებმა ისწავლონ ჯანსაღ გარემოში“, – თქვა მიხეილ ჩხენკელმა.
საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, სასწავლო პროცესი დასწრებულ რეჟიმში განახლდება საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში. დასწრებულ ფორმატში განახლდება სწავლა ასევე პროფესიულ კოლეჯებში და საბავშვო ბაღებში.
ასევე იხილეთ:
ცნობილია ვისთვის განახლდება სასწავლო პროცესი 4 ოქტომბრიდან დასწრებულ რეჟიმში – საბჭოს გადაწყვეტილება
-
განათლების მინისტრიც კი შვილს 2 პიჯაკსა და 4 შარვალზე მეტს ამ ეტაპზე ვერ უყიდის
by ARIS.GE-განათლება
-
მთავრობამ სასკოლო ფორმის უფასოდ გადაცემა მოსწავლეთა კიდევ ერთი კატეგორიისთვის გადაწყვიტა
by ARIS.GE-განათლება
-
სად შეძლებთ სასკოლო ფორმების შეძენას – რეალიზაციის პუნქტების ზუსტი მისამართები განისაზღვრა
by ARIS.GE-განათლება