ცნობილია ვისთვის განახლდება სასწავლო პროცესი 4 ოქტომბრიდან დასწრებულ რეჟიმში – საბჭოს გადაწყვეტილება

საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, სასწავლო პროცესი დასწრებულ რეჟიმში განახლდება საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში. დასწრებულ ფორმატში განახლდება სწავლა ასევე პროფესიულ კოლეჯებშიც.
ასევე განახლდება სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში და აღდგება გასართობი ცენტრების მუშაობა.
გადაწყვეტილებების შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა 28 სექტემბერს ისაუბრა.
“4 ოქტომბერს საბავშვო ბაღების მუშაობა აღდგება სრულად, ეს ეხება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ბაღებს. ყველა სკოლაში, საჯარო და კერძო სკოლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 4 ოქტომბერს სწავლა გაგრძელდება საკლასო ოთახებში, ანუ დასწრებულ ფორმატში. რაც შეეხება პროფესიულ კოლეჯებს და უნივერსიტეტებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე 4 ოქტომბერს, მათ უფლება ეძლევათ, რომ სასწავლო პროცესი განაახლონ დასწრებულ ფორმატში, ანუ აუდიტორიებში. გადაწყვეტილებებს კოლეჯები და უნივერსიტეტები იღებენ თვითონ, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, რასაკვირველია ჩვენს სამინისტროსთან შეთანხმებით”, – განაცხადა განათლების მინისტრმა.
მისი თქმით, სკოლებში ყველა მოსწავლისთვის პირბადის ტარება სავალდებულო იქნება.
“განსაკუთრებით ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და სამედიცინო პროტოკოლი იქნება ზედმიწევნით დაცული. სიახლე გახლავთ ის, რომ სკოლებში ყველა მოსწავლისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. ვიმეორებ, რომ ყველანაირი პროტოკოლი იქნება ზედმიწევნით დაცული იმისთვის, რომ იქ იყოს და არის ჯასაღი გარემო”, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
განათლების მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მშობლებს, რომელთაც აქვთ სურვილი მათი შვილი იყოს დისტანციურ სწავლებაზე, ამისი არჩევანის შესაძლებლობა კვლავაც ექნებათ.
“კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ჩვენ მშობლებს ვთავაზობთ მაქსიმალურად მოქნილ სისტემას. ანუ, თუ რომელიმე მშობელი გადაწყვეტს, რომ მათ ურჩევნიათ, ბავშვმა კვლავ დისტანციურად, ონლაინ ფორმატში გააგრძელოს მეცადინეობები, ჩვენ მათ ამის უფლებას ვაძლევთ და ეს არჩევანი აქვს თითოეულ მშობელს, რასაც კვლავ ვთავაზობთ მშობლებს”, – განმარტა განათლების მინისტრმა.
ასევე იხილეთ:
სკოლებში პირბადის გამოყენება ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო ხდება
„არსებობს ვარიანტი, რომ ავადობამ მოიმატოს სკოლების გახსნის შემდეგაც, მშობლები უნდა იყვნენ აცრილი“
-
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულ მოსწავლეთა რეიტინგულ სიები – 2024-2025 სასწავლო წელი by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 4 აპრილი, 2025
-
„გამოცხადდება კონკურსი“ – განათლების სამინისტროს გეგმით, დირექტორი, ყველა საჯარო სკოლას 2027 წელს უნდა ჰყავდეს by ARIS.GE-განათლება 4 აპრილი, 2025
-
განათლების სამინისტრო 2025-2027 წლების სამოქმედო გეგმის პირველად პროექტს აქვეყნებს – დოკუმენტი და საჯარო განხილვების ვადა by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 3 აპრილი, 2025