სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტების გასაუმჯობესებლად უწყებათაშორისი ჯგუფი იქმნება
სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების სტანდარტების გასაუმჯობესებლად უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი იქმნება – აღნიშნული გადაწყევტილების შესახებ დღეს გახდა ცნობილი.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020-2021 სასწავლო წლისთვის სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტის გასაუმჯობესებლად ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილესთან თამარ გაბუნიასთან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორთან ამირან გამყრელიძესთან და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF Georgia) წარმომადგენელთან ღასან ხალილთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა.
მინისტრის მოადგილის თქმით, ინტენსიურად გრძელდება ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რათა სკოლებში მაქსიმალურად იყოს დაცული ჰიგიენის ყველა ნორმა. ამისთვის კი მნიშვნელოვანია ის რეკომენდაციები, რომლებიც ჯანდაცვის სექტორმა უნდა შეიმუშაოს, რათა დაცული იყოს თითოეული მოსწავლის ჯანმრთელობის უსაფრთხოება და სრულყოფილი სასწავლო გარემო.
ეკატერინე დგებუაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF Georgia) წარმომადგენლებს და აღნიშნა, რომ ახალი სასწავლო წლის დაგეგმვის პროცესში მნიშვნელოვანია როგორც სხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა.
შეხვედრაზე იმსჯელეს იმ მექანიზმის შემუშავებაზე, რომელიც უზრუნველყოფს სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვასა და შემდგომ მონიტორინგს, ასევე სკოლის ექიმის ინსტიტუტის გაძლიერებას.
მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პანდემიის პირობებში ახალი სასწავლო წლისთვის მზადების საკითხების დეტალური განხილვისთვის, ექსპერტების ჩართულობით, შეიქმნება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი.
სასწავლო წელი შესაძლოა, შერეული მოდელით დაიწყოს და ძალაში დარჩეს ონლაინსწავლებაც – მინიტრის მოადგილე
-
ისევ გაიზარდა 2026 წელს სახელმწიფო უმაღლესებში ჩასარიცხ აბიტურიენტთა და მაგისტრანტთა რაოდენობები პროგრამების მიხედვით – 2 დანართი
by ARIS.GE-განათლება
-
სია განახლდა – ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ჩასაბარებელი საგანი/საგნები სწავლის სფეროს მიხედვით
by ARIS.GE-განათლება
-
რამდენი პროფესორ-მასწავლებელია დასაქმებული სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში – 2025-2026 სასწავლო წელი
by ARIS.GE-განათლება