სასკოლო ზამთრის არდადეგები 31 დეკემბრიდან დაიწყება და გასულ წლებზე ხანგრძლივი იქნება
სამინისტროს დაზუსტება: ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან დაიწყება!
საქართველოს ყველა სკოლაში ზამთრის არდადეგები 31 დეკემბერს დაიწყება და 15 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება – ამის შესახებ განათლების სამინისტროში განგვიცხადეს.
„ზამთრის არდადეგები ჩვეული განრიგით გამოცხადდება, 31 დეკემბრიდან (სემესტრის ბოლო გაკვეთილები 29 დეკემბრს ჩატარდება ავტ.) 15 იანვრის ჩათვლით ყველა საჯარო სკოლაში არდადეგები დაიწყება, რითაც დასრულდება სასწავლო წლის პირველი სემესტრიც. მთავრობის გადაწყვეტილებით 3–დან 15 იანვრის ჩათვლით უქმე დღეები გამოცხადდა, ეს კი, რა თქმა უნდა, სკოლებსაც შეეხება და სწავლას 18 იანვარს განახლდება, რადგან 15 იანვრის შემდეგ შაბათ-კვირა ემთხვევა, შესაბამისად სწავლა ორშაბათიდან 18 იანვრიდან განახლდება,” – განაცხადეს სამინისტროში.
კერძო სკოლები არადეგების საკითხს წინა წლებში ინდივიდუალურად წყვეტდნენ, მაგრამ წელს, რადგან ზამთრის არდადეგების პერიოდი მთავრობის მიერ გამოცხადებულ უქმე დღეებს ემთხვევა, არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღი მათთვისაც საჯარო სკოლების მსგავსი იქნება.
სკოლებში სწავლის დაწყების და სეზონურ არდადეგების განრიგი მინისტრის სპეციალური ბრძანებით არის დადგენილი და როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, იმის მიუხედავად, რომ პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე სკოლების უმრავლესობა დისტანციურ რეჟიმში სწავლობს, არდადეგების განრიგს ცვლილებები არ ეხება.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ ფორმატში გაგარძელდება არდადეგების დასრულების შემდეგ სასწავლო პროცესი სკოლებში, სამინისტროში აცხადებენ, ეს ეპიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.
თუმცა მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაში ასეთი ჩანაწერია:
„28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით კერძო და საჯარო საბავშო ბაღები, სახელოვნებო წრეები, სტუდიები აჩერებენ მუშაობას.
სკოლები, პორფსასწავლებლები და უნივერსიტეტები (სამედიცინოს გარდა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმში“.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება