სკოლის ექიმს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდება დაევალა
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესში განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით ცვლილება შევიდა.
როგორც ბრძანებაში ვკითხულობთ, სკოლის ექიმს ან სამედიცინო მომსახურებაზე მიმწოდებელ პირს განესაზღვრა ვალდებულება, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამისი წესის მიხედვით, რომელიც ასევე კანონმდებლობითაა განსაზღვრული.
“სკოლის ექიმი/სამედიცინო მომსახურების სერვისის მიმწოდებელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახურისთვის „სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 25 მარტის №01-26/ნ ბრძანების მოთხოვნათა დაცვით”, – ვკითხულობთ ბრძანებაში.
ამავე ბრძანების თანახმად, ისეთ შემთხვევაში, როდესაც მოსწავლის კანონიერი წარმომადგენელი მოსწავლისათვის ფსიქოსოციალური მომსახურების გაწევაზე უარს აცხადებს მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი (სამმართველო) უზრუნველყოფს ინფორმაციის მიწოდებას მანდატურისთვის, სკოლის ადმინისტრაციისთვის, მოსწავლის კლასის დამრიგებლისთვის დასახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთვის.
თავის მხრივ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ინფორმირების მიზნით, მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი (სამმართველო) ავსებს ბავშვთა დაცვის მიმართვის ბარათს შესაბამისი დადგენილების მიხედვით.
ა.წ.
- 5 და 6 ოქტომბერს „თბილისობა 2024“ ჩატარდება – გასართობი პროგრამა ბავშვებისა და მოზარდებისთვის by ინფოLIFE
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 005-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის II კვარტალში by ინფოLIFE
- თუ სწავლის დაწყების პირველ დღეს შვილების ფოტოების სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებას აპირებთ – რჩევები უსაფრთხოებისთვის by ინფოLIFE