სპეციალური მასწავლებლებისთვის საგამოცდო პროგრამა პროფესიულ უნარებში დამტკიცდა
სპეციალური მასწავლებლები უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩაბარებას წელსვე, შემოდგომით, შეძლებენ. ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის მენეჯერმა სალომე ჩარკვიანმა ჯერ კიდევ ივლისის თევში განუცხადა.
უკვე გამოქვეყნდა სპეციალური მასწავლებლებისთვის განკუთვნილი საგამოცდო პროგრამაც პროფესიულ უნარებში, რომლითაც სპეცმასწავლებლებმა უნდა იხელმძღვანელონ.
იხილეთ სპეციალური მასწავლებლის საგამოცდო პროგრამა პროფესიულ უნარებში
შემოდგომაზე დაგეგმილი გამოცდით სპეციალურ მასწავლებლებსაც ეძლევათ საშუალება, პროფესიულად განვითარდნენ, დაწინაურდნენ და შესაბამისად, ეს აისახოს მათ ანაზღაურებაზე.
-
რა კითხვები შეიძლება დაგვისვას კომისიამ და როგორ დავიცვათ ხედვა გასაუბრებაზე – შეფასების რუბრიკა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის (დოკუმენტი)
by განათლებული ბლოგი
-
მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება