სრულდება თუ არა პრემიერ-მინისტრის დადგენილება სკოლების დისტანციური სწავლების უზრუნველყოფის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პოზიცია საგანგებო სიტუაციაში მოსახლეობის ინფორმირების კუთხით, როგორც ჩანს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრისა და ზოგიერთი სხვა მინისტრების პოზიციებისგან განსხვავდება.
EDU.ARIS.GE უკვე მესამე დღეა ვერ ახერხებს ინფორმაციის მოპოვებას, თუ რამდენი მოსწავლე სარგებლობს ინტერაქტიული დისტანციური სწავლებით.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის №205 დადგენილების თანახმად, სკოლებისთვის დისტანციური სწავლების ორგანიზება სავალდებულო გახდა. საინტერესოა, როგორ ეხმარება განათლების სამინისტრო სკოლებს ამ ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებაში?
მას შემდეგ, რაც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ 23 მარტს მარკეტინგული სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომ Microsoft Teams-ში „ათდღიანი სტატისტიკის მიხედვით გამოყენების მაჩვენებელი 9 556 %-ით გაიზარდა“, ინფორმაციის მიწოდება შეწყდა, ორგანიზაციის თქმით, უფრო მნიშვნელოვანი საქმეებით დაკავებულობის გამო. ჩვენ არ ჩავეკითხეთ, ისედაც გასაგებია.
მაგრამ, მაგალითად, 1-იანი რომ 10 000%-ით გავზარდოთ, მაინც მხოლოდ 101-ს მივიღებთ, შესაბამისად ადეკვატური ინფორმაციის მისაღებად, განათლების სამინისტროს შემდეგ კითხვაზე პასუხი აქვს გასაცემი:
ერთ სრულ ინტერაქტიულ გაკვეთილს მაინც ყოველდღე რამდენი მოსწავლე ესწრება?
ვიდრე პასუხს მივიღებთ, გთხოვთ, განათლების სამინისტროს მუშაობა მოსწავლეების ინტერაქტიულ გაკვეთილებში ჩართულობის კუთხით ანონიმურ გამოკითხვაში შევაფასოთ.
-
საგამოცდო პროცესი სრულად ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება – რა პრიორიტეტები გაწერა მთავრობამ უმაღლეს განათლებაში
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან