„სტუდენტებს დისტანციური სწავლების არჩევის საშუალება არ ექნებათ“, – რას შესთავაზებენ მათ
უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სასწავლო პროცესი არადისტანციურად, აუდიტორიებში 19 ოქტომბრიდან უნდა განახლდეს.
სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს, ისევე როგორც სკოლების შემთხვევაში, გარკვეული რეგულაციების დაცვა მოუწევთ. თუმცა სტუდენტებს, მოსწავლეებისგან განსხვავებით, სწავლების დისტანციური ფორმის არჩევის შესაძლებლობა არ ექნებათ.
როგორც განათლების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი ამბობს, სამინისტრო მუშაობს, რომ განსაზღვროს რისკ ჯგუფები, თუმცა სწავლების ის ფორმატი, რაც სკოლების შემთხვევაშია გაცხადებული, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არ იქნება.
„სტუდენტებმაც შემოგვთავაზეს გარკვეული მოდელი, რომელიც ძალიან ახლოსაა იმასთან, როგორც ჩვენ ვფიქრობთ სწავლის გაგრძელებას. ისინი ითვალისწინებენ და ითხოვენ რისკ ჯგუფების განსაზღვრას როგორც ასაკობრივს პროფესორ–მასაწავლებელბისთვის, ასევე გარკვეული დაავადებების მქონე პირთათვის. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება მათ მივაწოდოთ სასწავლო პროცესი უწყვეტად ისე, რომ ხელი შეეწყოთ და სავალდებულო არ გახდეს მათი გამოცხადება სააუდიტორიო სივრცეებში. ის ფორმატი, რაც სკოლების შემთხვევაშია გაცხადებული, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არ იქნება შეთავაზებული, ვგულისხმობ პარალელურ ლექციებს როგორც აუდიტორიებში, ასევე დისტანციურად, მაგრამ ინფრასტრუქტურული გამართულობიდან გამომდინარე, რაც უნდა უზრუნველყოს უნივერსიტეტმა, ჩვენ შევეცდებით მივცეთ რეკომენდაცია, რომ რისკ ჯგუფებს ჰქონდეთ იგივე ლექციის მოსმენის საშუალება, რომელიც სააუდიტორიო სივრცეებშია. შევეცდებით, რომ ეს პროცესი იყოს მხარდაჭერილი სამინისტროს მხრიდან“, – აცხადებს ნუნუ მიცკევიჩი.
მისივე თქმით, უმაღლესი განათლების სიტემა მზადაა არადისტანციურ რეჟიმში სწავლის დასაწყებად. გადამოწმებულია ყველა უნივერსიტეტი და შეფასებულია მათი მზაობა არადისტანციური სწავლებისთვის.
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
-
თბილსისი საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია იწყება – ვადები და პროცედურა
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლებში ეროვნული შეფასებების დანერგვის მიზნით, 12 საგანში დავალებები შეიქმნა“ – პრემიერ-მინისტრი ზოგად განათლებაზე
by ARIS.GE-განათლება
-
გამოქვეყნდა მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დრო 2026 წლის ზაფხულის გამოცდების ყველა მონაწილისთვის
by ARIS.GE-განათლება