GE

სტუდენტთა შემოდგომის მობილობა ეროვნული თავდაცვის აკადემიაში – დეტალები

ეროვნული თავდაცვის აკადემია მსურველი სტუდენტებისთვის აკადემიაში მობილობის წესისა და საჭირო საბუთების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს.

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის წესით მიიღებიან:

1 –  სტუდენტები რომლებსაც 2020 წელს არ უსრულდებათ 24 და მეტი წელი;

2 – რომელთა მიერ წარმოდგენილია ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

3 – რომლებიც დარეგისტრირდნენ მობილობის წესით ჩასარიცხი პირების ელექტრონულ პორტალზე www.students.eqe.ge  და რეგისტრაციისას აირჩიეს აკადემიის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები:

✔ მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა – 30 მისაღები ადგილი

✔ ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამა – 30 მისაღები ადგილი

✔ თავდაცვისა და უსაფრთხოების საბაკალავრო პროგრამა – 10 მისაღები ადგილი

სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადაა 2020 წლის 31 ივლისიდან 19 აგვისტოს 18:00 სთ-მდე; 

საბუთების მიღება იწარმოებს 2020 წლის 17 აგვისტოდან 24 აგვისტოს ჩათვლით აკადემიის ტერიტორიაზე, შემდეგ მისამართზე: ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი. საბუთების მიმღები კომისიის საკონტაქტო ტელეფონის ნომრებია: 577 39 01 94; 2 30 52 85.

კანდიდატების შესარჩევი ტური ჩატარდება 2020 წლის 17 აგვისტოდან 28 აგვისტოს ჩათვლით (შესარჩევი ღონისძიებების განრიგი კანდიდატების რაოდენობიდან გამომდინარე დაზუსტდება მოგვიანებით და სტუდენტს ეცნობება პირადად ან ტელეფონზე)

კანდიდატების შერჩევა განხორციელდება  3 კომპონენტის შესაბამისად:

  1. ფიზიკური შესაბამისობის ტესტირება (წოლბჯენიდან აზიდვა, მუცლის პრესი, რბენა 3200 მ.);
  2. ფსიქოლოგიური შერჩევა;
  3. სამედიცინო შემოწმება.

შერჩეული პირები, სხვა უმაღლეს სასწავლებლებში მიღებული კრედიტების მიუხედევად, ჩაირიცხებიან ბაკალავრიატის პირველ კურსზე (არ მოხდება არსებული კრედიტების აღიარება).

  • ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა სრულად ფინანსდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.
  • საბაკალავრო პროგრამებზე ჩაბარების შემთხვევაში იუნკერი თავდაცვის სამინისტროსთან აფორმებს 10-წლიან კონტრაქტს, რაც ითვალისწინებს 4-წლიან სწავლებასა და 6-წლიან სამხედრო საკონტრაქტო სამსახურს. სწავლის დასრულების შემდეგ იუნკერი იღებს ბაკალავრის ხარისხს შესაბამის სპეციალობაში და ოფიცრის პირველად სამხედრო წოდებას – “ლეიტენანტი”.
  • კურსდამთავრებულები დასაქმდებიან საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, თავდაცვის უსაფრთხოებისა და სამხედრო პროფილის სხვა ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში.

საბუთების ნუსხა:

  1. განცხადება (შეავსებთ აკადემიის მიმღებ კომისიაში)
  2. ავტობიოგრაფია (ხელნაწერი და ნაბეჭდი) – 2 ეგზ.
  3. დაბადების მოწმობა (დედანი და ასლი) – 3 ეგზ.
  4. პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი) – 3 ეგზ.
  5. ზოგადი განათლების მოწმობა (დედანი და ასლი) – 3 ეგზ.
  6. არსებობის შემთხვევაში უმაღლესი განათლების დიპლომის დედანი და ასლი – 3 ეგზ.
  7. დახასიათება ბოლო საქმიანობის ადგილიდან (სკოლიდან/სასწავლებლიდან. დედანი და ასლი) – 2 ეგზ.
  8. ქორწინების (განქორწინების) მოწმობის ასლი – 2 ეგზ. (არსებობის შემთხვევაში)
  9. შვილების დაბადების მოწმობის ასლები – 2 ეგზ. (არსებობის შემთხვევაში)
  10. ოჯახის წევრების პირადობის მოწმობის ასლები (მშობლები, მეუღლე, შვილები, და–ძმა) – 2 ეგზ.
  11. ოჯახის წევრების გარდაცვალების მოწმობის ასლები (არსებობის შემთხვევაში) – 2 ეგზ.
  12. მართვის მოწმობა (არსებობის შემთხვევაში. დედანი და ასლი) – 3 ეგზ.
  13. ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა დედანი და ასლი) – 2.
  14. ცნობა პროფილაქტიკური აცრების შესახებ (წითელა, წითურა, ყბაყურა, ტეტანუსი, დიფტერია. დედანი და ასლი) – 2 ეგზ.
  15. ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ (დედანი და ასლი) – 2 ეგზ.
  16. ცნობა ნასამართლეობის შესახებ (დედანი და ასლი) – 2 ეგზ.
  17. ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სახელმწიფო გასაცემლების შესახებ (დედანი და ასლი) – 2 ეგზ.
  18. შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში. დედანი და ასლი) – 2 ეგზ.
  19. მიღებული სერტიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში) – 2 ეგზ.
  20. სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობა (დედანი და ასლი) – 2 ეგზ.
  21. 6 ცალი ფოტოსურათი 3X4–ზე
  22. CD დისკი ფოტოსურათის ელექტრონული ვერსიით – 1 ცალი.
  23. მუყაოს საქაღალდე – 2 ცალი.
  24. სტუდენტის აკადემიური მოსწრების ბარათი – 1 ცალი.

შენიშვნა: კანდიდატი წინა უმაღლეს სასწავლებელში შექმნილ სტუდენტის პირად საქმეს წარმოადგენს მოგვიანებით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური