სწავლის აღდგენის გრაფიკის ცვლილების ფონზე, ის სკოლებიც დისტანციურ რეჟიმზე დარჩებიან, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული
სწავლის აღდგენის გრაფიკის ცვლილების ფონზე, ის სკოლებიც დისტანციურ რეჟიმზე დარჩებიან, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული და რომლებშიც სწავლა 4 ნოემბრიდან უნდა აღდგენილიყო.
როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება ერთის მხრივ არჩევნების დაგეგმილი მეორე ტურების გამო იქნა მიღებული,
„1500 მდე საარჩევნო უბანი მოწყობილი იყო ჩვენს სკოლებში. აქედან გამომდინარე, ჩვენ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გადავიყვანეთ ეს სკოლები დისტანციურ რეჟიმში და არჩევნების შემდეგ კიდევ სჭირდებოდათ რამდენიმე დღე, რათა იქ განახლებულიყო სასწავლო პროცესი, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ბევრ დასახლებაში გვიწევს მეორე ტურები და ასეულობით სკოლა იქნება გამოყენებული როგორც საარჩევნო უბანი, აქედან გამომდინარე და მნიშვნელოვანია ასევე დიდ ქალაქებში მობილობის შეჩერება, მივიღეთ გასაწყვეტილება, რომ სწავლის დისტანციური რეჟიმი შენარჩუნდეს თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულში და გარდაბანში“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ნახსენებ სკოლებში სასწავლო პროცესის განახლება 25 ნოემბრისთვის იგეგემება.
4 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესი სრულად დისტანციურ რეჟიმში გადადის
-
საგამოცდო პროცესი სრულად ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება – რა პრიორიტეტები გაწერა მთავრობამ უმაღლეს განათლებაში
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან