„სწავლის კიდევ ერთხელ გადავადების შესახებ რეკომენდაცია ცალსახად ვირუსის გავრცელებაზე იქნება დამოკიდებული“
სასწავლო პროცესის კიდევ ერთხელ გადავადებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციაა, რომ საჭიროების შემთხვევაში ეს რეკომენდაცია გაცემული იქნება.
როოგრც ჯანდაცვის მინისტრმა 18 მარტის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების საპასუხოდ განაცხადა, რეკომენდაცია სწავლის კიდევ ერთხელ გადავადების შესახებ ცალსახად ვირუსის გავრცელებაზე იქნება დამოკიდებული.
„რეკომენდაცია ცალსახად დამოკიდებული არის ვირუსის გავრცელებაზე ჩვენს ქვეყანაში. იქედან გამომდინარე, რომ თუ ჩვენ გვექნება მაღალი მატება, ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ გავცემთ რეკომენდაციას, რომ სწავლა იყოს შეჩერებული და გადავადებული კიდევ ერთხელ. რაც შეეხება დისტანციურ სწავლებას, ამასთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს და ჩვენ შევეცდებით, რომ ეს წელი ჩვენი ბავშვებისთვის ჩამთავრდეს აკადემიური სრული მოსწრებით“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
სასწავლო პროცესის კიდევ ერთხელ გადავადებას არ გამორიცხავს პრემიერ-მინისტრიც, გახარიას თქმით, მას ეჭვი ეპარება, რომ სასწავლო პროცესი დღემდე გამოცხადებულ ვადებში აღდგეს. პრემიერის განცხადებით, განათლების უწყებას მიცემული აქვს დავალება წარმოადგინოს გეგმა როგორ უნდა აღდგეს ეს დანაკლისი.
“არსებობს გარკვეული ვადები, ჩვენ თუ შევძელით ამ გამოწვევას შემჭიდროვებულ ვადებში ვუპასუხოთ, რისიც მეეჭვება იმ ვადებზე, რა ვადებზეც საუბრობს განათლების სამინისტრო. განათლების სამინისტრო ამბობს, რომ თუ 26 აპრილამდე სასწავლო პროცესი თუ განახლდა სკოლებში, მთლიანად წლის სასწავლო პროცესი დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. იქ არის გარკვეული სტანდარტები. განათლების სამინისტროს აქვს დავალება მიღებული, რომ უახლოეს დღეებში წარმოადგინოს გეგმა”, – განაცხადა გიორგი გახარიამ 17 მარტს.
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
-
რა კითხვები შეიძლება დაგვისვას კომისიამ და როგორ დავიცვათ ხედვა გასაუბრებაზე – შეფასების რუბრიკა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის (დოკუმენტი)
by განათლებული ბლოგი
-
მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება