თანამდებობა – კონსულტანტი – IBSU-მ გიორგი ამილახვარის რექტორად დანიშვნის ფაქტი უარყო
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი უარყოფს ინფორმაციას, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი, გიორგი ამილახვარი უნივერსიტეტის რექტორად დაინიშნა და EDU.ARIS.GE-სთან აცხადებენ, რომ ყოფილი მინისტრი უნივერსიტეტის კონსულტანტი იქნება. კონსულტანტი ამილახვარი კი “უნივერსიტეტს დაეხმარება ახალი გამოწვევების დაძლევასა და განვითარებაში”.
უნივერსიტეტის მიერ მოწოდებულ განმარტებას უცვლელად გთავაზობთ:
“განათლების ყოფილი მინისტრი გიორგი ამილახვარი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კონსულტანტად დაინიშნა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომელმაც სამი თვის წინ გაიარა ხელახალი ავტორიზაცია, ამბიციური გეგმები აქვს. გიორგი ამილახვარი, რომელსაც საგანმანათლებლო სფეროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის 12-წლიანი გამოცდილება გააჩნია და დარგის პროფესიონალია, უნივერსიტეტს დაეხმარება ახალი გამოწვევების დაძლევასა და განვითარებაში.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამჟამად ფუნქციონირებს 45 აკრედიტებული საგანმანათლებლო ქართულენივანი და ინგლისურენოვანი პროგრამა, როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე”.
-
როგორ შევცვალოთ ფაკულტეტების რეიტინგული სია – დეტალური ინსტრუქცია 2026 წლის აბიტურიენტებს
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
7 აბიტურიენტს აპელაციის შემდეგ ქულა დააკლდა – ცნობილია, რამდენს მოემატა ქულები საგნების მიხედვით
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
ცნობილია, რომელ საგანში რომელი ვარიანტი გამოცხადდა რთულად – გათანაბრებული ქულების ცხრილი 2026 აბიტურინტებისთვის
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე