თბილისში კერძო ბაღები მუშაობას არ წყვეტენ
თბილისში, სახელმწიფო ბაღებისგან განსხვავებით, კერძო ბაღები მუშაობას არ წყვეტენ. დედაქალაქის მერმა ბაღების დახურვასთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ მთავარი მიზეზი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დამძიმებაა. კერძო ბაგა ბაღების ასოციაციაში კი აცხადებენ, რომ საჯარო ბაღები შენობებში განთავსებული საარჩევნო უბნების გამო დაიხურა, რადგან არჩევნების მეორე ტურისთვის მზადება მიმდინარეობს.
რაც შეხება კერძო ბაღებს, დაწესებულებები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, მუშაობას აგრძელებენ.
„დღევანდელი გადაწყვეტილება, რაზეც განცხადება კახა კალაძემ გააკეთა, კერძო ბაგა ბაღებს არ ეხება, ეხება მხოლოდ საჯარო ბაღებს, იქიდან გამომდინარე, რომ ბაღებში საარჩევნო უბნები ჰქონდათ გახსნილი და მორე ტურისთვისაც იგივე შენობებს გამოიყენებენ. ზუსტი ინფორმაცია მაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება კერძო ბაღებს არ ეხება, თუმცა ხვალ რა იქნება, ამაზე ვერაფერს გეტყვით“, – ამბობს კერძო ბაგა-ბაღების ასოციაციის ხელმძღვანელი პავლე ქალიაშვილი EDU.ARIS.GE–სთან საუბარში.
მისივე თქმით, პანდემიის პირობებში კერძო ბაღებისთვის ამ ეტაპზე კვლავ პრობლემად რჩება ფინანსური პრობლემები და ასევე აღსაზრდელების რაოდენობის მნიშვნელოვანი კლება.
„პირველ რიგში, გვაქვს ეს პრობლემა, რომ ბათუმში კერძო ბაღები დღემდე დახურულია და ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან, იჯარის თანხებს ვეღარ იხდიან, ძალიან ბევრი დაიხურა ამის გამო და შეწყვიტა საქმიანობა. ამის გარდა, ჩვენ გვქონდა მოთხოვნა ეკონომიკის სამინისტროსთან, რომ საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებული შეღავათი გადაევადებინათ იმიტომ, რომ პირველ ნოემბრამდე იყო ძალაში და ის ჩვენ, ფაქტობრივად, არ შეგვეხო. ასევე, ბანკებთან შუამდგომლობაც ვითხოვეთ იპოთეკურ სესხებთან დაკავშირებით, ძირითადად ეს პრობლემები გვაქვს, რასაც ემატება აღსაზრდელთა ოდენობა, 3-4-ჯერაა შემცირებულ მათი რიცხვი“, – ამბობს პეტრე ქალიაშვილი.
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება