თბილისში კორონავირუსით პირველკლასელი დაინფიცირდა, ქუთაისში მესამე კლასის მოსწავლე
თბილისში პირველკლასელის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებული მოსწავლე 21-ე საჯარო სკოლაში სწავლობს.
ინფორმაციას მედიასთან ადასტურებს სკოლის დირექტორი. მისი განცხადებით, პირველკლასელი სკოლაში ბოლოს პარასკევს იყო, ეპიდემიოლოგები კი დაინფიცირებას შაბათს გამართულ წვეულებას უკავშირებენ, სადაც პირველკლასელი მოსწავლეც იმყოფებოდა.
სკოლის დირექტორის თამარ ამზაშვილის განცხადებით, სასწავლო დაწესებულებაში ლოკალურად ტარდება დეზინფექცია, საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესი კი არ შეწყდება და მასწავლებლები სკოლაში მივლენ, თუმცა ადმინისტრაციამ მშობლებს განუმარტა შექმნილი ვითარება და შესთავაზა, თავად მიიღონ გადაწყვეტილება, გაუშვებენ თუ არა ბავშვებს სკოლაში.
კორონავირუსი დაუდასტურდა ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლესაც და სკოლა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.
სკოლის დირექტორის ლია კუხიანიძის ინფორმაციით, ინფიცირებული მოსწავლე სკოლაში არ დადიოდა, თუმცა სწავლის დაწყების წინ ადგილზე წიგნების გასატანად იმყოფებოდა.
როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან განაცხდა, ინფექციის გამოვლენის შემთხვევაში სკოლა ეპიდემიოლოგებთან შეთანხმებით გადაწყვეტს მთლიანად დისტანციურ სწავლებაზე გადავა, თუ ნაწილობრივ შეზღუდავს საკლასო ოთახებში გაკვეთილების ჩატარებას.
-
რა კითხვები შეიძლება დაგვისვას კომისიამ და როგორ დავიცვათ ხედვა გასაუბრებაზე – შეფასების რუბრიკა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის (დოკუმენტი)
by განათლებული ბლოგი
-
მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება