„თქვენი ცხოვრების ახალ ეტაპზე საშიშ დროს გადადიხართ“ – ბილ და მელინდა გეიტსის წერილი 2020 წლის კურსდამთავრებულებს
„ამ წლის კურსდამთავრებულებს COVID19-მა დიდი ხნის ნანატრი ცერემონიალები ჩაუშალა. “გრედუეიშენი” დიპლომის ასაღებად სცენისკენს სვლაზე მეტია, ეს შენი ცხოვრების შემდეგი ეტაპის დასაწყისია, რაც დღესასწაულის ღირსი ნადმვილადაა, ასეთ რთულ დროსაც კი“, – ამბობს ბილ გეიტსი. The Wall Street Journal-მა მას და მელანიას სთხოვა გაეზიარებინათ გარკვეული მოსაზრებები ცხოვრების ახალი ეტაპის შესახებ. აი, რა თქვეს მათ:
ისტორიის კურსს არ ცვლის ის, თუ სად იმყოფები უნივერსიტეტის ხარისხის მინიჭების დღეს. 1947 წელს მზიანი დღის მეორე ნახევარში ყოფილმა გენერალმა, სახელმწიფო მდივანმა ჯორჯ მარშალმა ჰარვარდში სიტყვით გამოსვლისას აუდიტორიას შეახსენა, რომ იქ, სადაც ისინი იყვნენ შეკრებილნი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპა სიღარიბეს, შიმშილსა და სასოწარკვეთილებას ებრძოდა. მისი თქმით, ამერიკელ ხალხს ევალებოდა ევროპელების დახმარება მიუხედავად იმისა, რომ თვითონ იყვნენ „პრობლემური ტერიტორიიდან“. თუ მისი ეს სიტყვა არ მოგისმენიათ, „მარშალის გეგმა“ მაინც გეცოდინებათ, რომელიც დასავლეთ ევროპას გადარჩენასა და მშვიდობის დაბრუნებაში დაეხმარა.
დღეს მსოფლიო დიდი ტკივილისა და ეკონომიკის გაკოტრების წინაშე დგას. ყველაფრის ხელახლა შესაქმნელად ერები კვლავ უნდა გაერთიანდნენ, მაგრამ ახლა, 2020 წლის კურსდამთვარებულებს არ გჭირდებათ სპიკერი, რომელიც დედამიწის „პრობლემური ტერიტორიებისკენ“ მიგითითებთ – COVID-19 გლობალურია.
შენს თაობას ყველაზე უკეთს ესმის, რომ მსოფლიოს ხალხებს შორის განუყოფელი კავშირია. თქვენ გაიზარდეთ პოპ-კულტურების, სიახლეებისა და პერსპექტივების ეპოქაში, რომლის დანახვაც ინტერნეტის მეშვეობით თქვენი სახლიდან ათასობით მილის მოშორებით შეგეძლოთ. თქვენი გამოწვევები – დაავადების აღმოჩენა, კლიმატის ცვლილება, გენდერული უთანასწორობა, სიღარიბე – საერთოა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრები თქვენი თანატოლებისთვის.
ასე რომ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი თქვენი ცხოვრების შემდეგი ეტაპისთვის? თქვენს ქცევებს, როგორც გლობალური საზოგადოების წევრის ქმედებებს, შეიძლება ჰქონდეს გლობალური გავლენა. როგორიც უნდა იყოს თქვენი პროფესიული მიზნები, სადაც უნდა ცხოვრობდეთ, არსებობს უამრავი გზა – დიდი და მცირე, რომ მიიღოთ მონაწილეობა მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლაში.
თუ ეს კრიზისი საზოგადოებრივ საქმიანობებში კარიერის აწყობისკენ გიბიძგებთ, ეს ფანტასტიკურია, მაგრამ ეს არ არის წვლილის შეტანის ერთადერთი გზა. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ მოითხოვოთ ის, რაც უკეთესობისკენ შეცვლის ცხოვრებას ქუჩის ბოლოსა თუ პლანეტის მეორე მხარეს, ამისთვის თქვენი ხმა უნდა გამოიყენოთ.
თქვენი ცხოვრების ახალ ეტაპზე საშიშ დროს გადადიხართ და გზა, რომლის გაკვალვასაც აპირებდით, შესაძლოა, ბევრად უფრო რთული აღმოჩნდეს, ვიდრე გეგმავდით. მსოფლიოს გაუმჯობესებაში თქვენი როლის საპოვნელად შესაძლოა, საკუთარი თავისთვის უფრო რთული შეკითხვების დასმა დაგჭირდეთ, მაგრამ არ არსებობს ეჭვი, რომ თქვენ თქვენი როლი უნდა შეასრულოთ ან ახლა, ან მომავალში. თქვენ მემკვიდრეობით გერგოთ სამყარო, რომელმაც უკვე დაადასტურა, რომ წინსვლა შეუძლია. ეს კი შემთხვევით არ მომხდარა, ეს პროგრესი შენნაირი ადამიანების დამსახურებაა, რომლებმაც თავიანთი ცხოვრებითა და კარიერით საერთო მისიაში წვლილის შეტანის ვალდებულება იკისრეს.
2020 წლის კურსდამთავრებულებისთვის არ არის მარტივი პერიოდი, მაგრამ თქვენი ლიდერობით სამყარო უფრო ძლიერი გახდება, ვიდრე ოდესმე იყო.
მოამზადა მარიამ ელიაშვილმა