„თუ სიტუაცია გამოსწორდება, რა თქმა უნდა, დავბრუნდებით საკლასო ოთახებში“ – მინისტრის მოადგილე
მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 სექტემბერს სწავლა საქართველოს 7 დიდ ქალაქში დისტანციურად განახლდება. ამ დროისთვის საკლასო ოთახებში სწავლის განახლება 1-ელ ოქტომბერს იგეგმება, თუმცა ეპიდვითარებიდან გამომდინარე, თარიღი შეიძლება კვლავ შეიცვალოს.
განათლების მინისტრის მოადგილე არ გამორიცხავს, რომ გარკვეულ სკოლებთან დაკავშირებით შესაძლოა კვლავ მიიღონ დახურვის გადაწყვეტილება და ეს ვირუსის გავრცელების დინამიკაზე იქნება დამოკიდებული. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “იმედზე” ისაუბრა.
„ჩვენ შევხედავთ დინამიკას, შესაძლებელია გარკვეულ სკოლებთან მიმართებაში ვიფიქროთ დახურვაზე, თუ ეპიდსიტუაცია გართულდება, ან დისტანციურ სწავლებაზე, ან პირიქით, თუ სიტუაცია გამოსწორდება, რა თქმა უნდა, დავბრუნდებით საკლასო ოთახებში. რაც შეეხება დისტანციურ სწავლებას, ეს არის ზოგადი განათლების კანონში ცვლილება, რომლითაც სისტემამ აღიარა დისტანციური სწავლება“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.
ამ დრომდე არ მოგვისმენია თავად განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის პოზიცია, რომელიც არც ჟურნალისტებთან გამოჩენილა და არც გადაწყვეტილების გამოცხადების დროს გვიხილავს კოლეგა მინისტრების გვერდით.
-
2027 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
„სად გაქრა XIX საუკუნის ანექსია, აჯანყებები, რუსული მმართველობის დამყარება?“ – საგნობრივი ექსპერტი ისტორიის სახელმძღვანელოზე
by ARIS.GE-განათლება
-
„ჩვენი მიზანია, მინიმუმ გათანაბრდეს სწავლების ხარისხი საჯარო და კერძო სკოლებს შორის“
by ARIS.GE-განათლება