უცხოურ ენებში აბიტურიენტებისთვის 2020 წლის გამოცდებზე ორი სიახლე იქნება – ტესტების ნიმუშები
2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ახალი ფორმატით ჩატარდება. სიახლეები სხვადასხვა საგანს შეეხო, მათ შორის უცხო ენების ტესტებსაც.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უცხო ენების ტესტებში შინაარსობრივი ცვლილება განხორციელდა, ტესტის მაქსიმალური ქულა (80) და გამოცდისათვის გამოყოფილი დრო (2 საათი და 30 წუთი) კი არ შეცვლილა.
2020 წელს უცხოური ენების ტესტებში იქნება ორი სახის სიახლე:
- მე-2 დავალება, რომელიც წაკითხულის გააზრებას ამოწმებდა (სწორია/არასწორია), ჩანაცვლებულია მოსმენის დავალებით. აბიტურიენტი ისმენს ერთ სრულ ტექსტს და პასუხობს რვა შეკითხვას.
- მე-6 დავალება, რომელიც გრამატიკულ ცოდნას ამოწმებს, გახდა 10-ის ნაცვლად 12-საკითხიანი.
ახალი ფორმატის ტესტის ნიმუშები:
ინგლისური ენა
გერმანული ენა
ფრანგული ენა
რუსული ენა
აუდიომასალა:
ინგლისური ენა
გერმანული ენა
ფრანგული ენა
რუსული ენა
-
რა კითხვები შეიძლება დაგვისვას კომისიამ და როგორ დავიცვათ ხედვა გასაუბრებაზე – შეფასების რუბრიკა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის (დოკუმენტი)
by განათლებული ბლოგი
-
მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება