GE

უმაღლესი განათლების რეფორმის არითმეტიკა – ფიქრობთ, რომ 2×2 ოთხს ან ხუთს უდრის? – არა, სამია!

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალური მონაცემების თანახმად, მთელი საქართველოს მასშტაბით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2025 წელს 31 704 აბიტურიენტი ჩაირიცხა.

აქედან 19 სახელმწიფო უნივერსიტეტში (სსიპ-ებში) ჩაირიცხა 21 538 აბიტურიენტი/პირველკურსელი (ქვემოთ იხილეთ დეტალური სია).

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ, გივი მიქანაძის 12 თებერვლის განცხადებიდან კი ვიგებთ, რომ შარშან ჩარიცხულთა რაოდენობა 19 311-ს შეადგენდა, ეს მონაცემებია მოცემული განათლების სამინისტროს ოფიციალურ პრეს-რელიზშიც.

2025-2026 წელს, სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მისაღები ადგილების რაოდენობა, ასევე NAEC-ის ცნობით, 27 204-ს უდრიდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უახლესი დადგენილების თანახმად კი, მისაღები ადგილების რაოდენობა 2026-2027  სასწავლო წლისთვის (ანუ, წელს) 21 300-ს უდრის.

გამოდის, რომ 2026-2027 სასწავლო წლისთვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობა უკვე ნაკლებია გასულ წელს ჩარიცხული სტუდენტების ჯამზე. აქვე ისიც გავითვალისწინოთ, რომ გამოცხადებული ადგილების ოდენობა მათ სრულად შევსებას ყოველთვის არ უდრის. შარშან სახელმწიფო უნივერსიტეტებში გამოცხადებული ადგილების შევსება 79% იყო. სავარაუდოდ, წელს კიდევ უფრო ნაკლებ სტუდენტს მივიღებთ.

უმაღლესი განათლების რეფორმა, ალბათ, არითმეტიკის გაკვეთილებით უნდა დაწყებულიყო.

განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის, გასულ, 2025-2026 წელს, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში 21 538 აბიტურიენტი ჩაირიცხა:

სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო
უნივერსიტეტი – 205
სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 161
სსიპ – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი – 468
სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 778
სსიპ – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო
უნივერსიტეტი – 128
სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – 3576
სსიპ – სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია – 594
სსიპ – სამცხე – ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 298
სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – 3829
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 6115
სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 298
სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი – 537
სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია – 69
სსიპ – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო
აკადემია – 361
სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის
აკადემია – 111
სსიპ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 422
სსიპ – ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი – 57
სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 1632
სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 1899

ასევე იხილეთ:

გამოქვეყნდა, რომელ პროგრამაზე რამდენ აბიტურიენტს მიიღებენ სახელმწიფო უნივერსიტეტები 2026 წელს – ადგილების რაოდენობები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური