უმაღლესი სასწავლებლების არაგეგმიური შემოწმება მოხდება – განათლების მინისტრი
„უმაღლესი განათლების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები, მოხდება უნივერსიტეტების არაგეგმიური შემოწმება“, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე, დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მიხეილ ჩხენკელის თქმით, ავტორიზაციის სტანდარტების შეუსაბამობა უმაღლესი სასწავლებლებისთვის სტუდენტების მიღების შეჩერების საბაბი გახდება.
„ამოქმედდება ევროპის საბჭოს უმაღლესი განათლების სტანდარტების თავსებადი მოდელი. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით შემუშავდება უმაღლესი განათლების დაფინანსების უფრო ეფექტური მოდელი.
„დიდი ყურადღება დაეთმობა დისტანციური სწავლებისა და ონლაინკურსების დანერგვას. ვგულისხმობთ როგორც უცხოელი პროფესორების რესურსის გამოყენებას ჩვენს უნივერსიტეტებში, ასევე შესაძლებლობას ჩვენი პროფესორებისთვის, რომ წაიკითხონ ონლაინლექციები საზღვარგარეთ.
რა სტანდარტების დაკმაყოფილება მოუწევთ უმაღლეს სასწავლებლებს ავტორიზაციის გასავლელად
მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა
-
საგამოცდო პროცესი სრულად ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება – რა პრიორიტეტები გაწერა მთავრობამ უმაღლეს განათლებაში
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან