რა სტანდარტების დაკმაყოფილება მოუწევთ უმაღლეს სასწავლებლებს ავტორიზაციის გასავლელად
მომდევნო წლიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ავტორიზაციის გავლა ახალი სტანდარტების გავლით მოუწევთ, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებული სისტემა და შესაბამისად, მოთხოვნებიც პრაქტიკულად სრულად იცვლება. განახლებულ მეთოდოლოგიაზე და მის პროცედურულ ნაწილზე საერთაშორისო ექპერტებთან ერთად, დარგის სპეციალისტებმა, უნივერსიტეტის და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში – „ცვლილებები უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში – განვითარებასა და შედეგზე ორიენტირებული მექანიზმების ხელშეწყობა“ იმსჯელეს.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თამარ სანიკიძე EDU.ARIS.GE–ს მოსალოდნელ ცვლილებებზე, ახალ სტანდარტებსა და პერსპექტივაში მოსალოდნელ შედეგებზე დეტალურად ესაუბრა. მისი განცხადებით, ახალი შეფასების სტანდარტებში, გარდა რამდენიმე დეტალისა, შეუსრულებელი არაფერია. მითუმეტეს იმ დაწესებულებებისთვის, რომლებიც უკვე რამდენიმე წელია ოპერირებენ და ხარისხთან დაკავშირებით გარკვეული პრეტენზიები გააჩნიათ.
შეგახსენებთ, რომ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს დღეს მოქმედი შეფასების კრიტერიუმების გათვალისწინებით, ავტორიზაციის გავლა რამდენიმე სტანდარტის მეშვეობით შეეძლოთ, უფრო ზუსტად კი, ეს იყო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი და საგანმანათლებლო რესურსები, პროგრამები.
თამარ სანიკიძის თქმით, ძველი სისტემა რესურსების შეფასებაზე იყო ორიენტირებული, ანუ, ფასდებოდა დემონსტრირებული რესურსები და დაწესებულებას გარკვეული პერიოდი ავტორიზაცია მხოლოდ და მხოლოდ ამის საფუძველზე ენიჭებოდა. ახალი სტანდარტებით კი, როგორც ამას თავად ამბობს, მთლიანი სისტემის შეცვლა მოხდება.
–უფრო კონკრეტულად და პუნქტობრივად რომ აგვიხსნათ, რას გულისხმობს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში დაგეგმილი ცვლილებები და რას შეცვლის ამ სტანდარტების დანერგვა უკეთესობისკენ?
თამარ სანიკიძე: ახალი სისტემით ვცვლით სტანდარტების ჩამონათვალს და მხოლოდ და მხოლოდ ამ სტანდარტით შემოწმდება უფრო მეტი რამ, ვიდრე აქამდე მოწმდებოდა. მაგალითად, შემოვიდა ისეთი ახალი სტანდარტები, როგორიცაა: ცალკე კვლევა; სტუდენტთა მხარდამჭერი აქტივობები; კარიერული ცენტები, რაც გულისხმობს, რომ სტუდენმტმა დაწერესებულებაში ყველა ის მომსახურება უნდა მიიღოს, რაც შემდგომში მის განვითარებასა და დასაქმებას შეუწყობს ხელს.
ეს არის სერვისები, რომლის ფარგლებშიც სტუდენტი ინფრომაციას მიიღებს, სად შეიძლება სტაჟირება გაიაროს, დასაქმდეს, როგორია შრომის ბაზრის მოთხოვნები, სად არის მეტი შანსი. ანუ, ეს არის კვლევა შრომის ბაზრის და დასაქმების მაჩვენებლებისა, რომელსაც დაწესებულება უნდა აკეთებდეს და აქამდეც უნდა ეკეთებინა, თუმცა მოთხოვნილი სტანდატებით ეს დღის წერიგში არ იდგა და ამის შემოწმებაც შესაბამისად შეუძლებელი იყო.
კვლევის სტანდარტი, სტრატეგიული გეგმა, მისია, რესურსები – ეს ყოველივე ახალ სტანდარტებში ძალიან დაკონკრეტებულადაა მოცემული, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ჩვენ არ შევაფასებთ მხოლოდ რესურსებს, რასაც აქამდე ვაკეთებდით, ამიერიდან ჩვენ შევაფასებთ რესურსების გამოყენების ეტაპებს და მის შედეგებს.
–ზუსტად რომ გვითხრათ, რა მექანიზმით ან მეთოდით გეგმავთ ზემოთჩამოთვლილი პუნქტების შეფასებას?
–ამის შესაფასებლად ძალიან ბევრი საშუალებაა, თუმცა ახლა მიზანში ევროპული შეფასების სტანდარტები გვაქვს ამოღებული, რომელიც საერთო ინდიკატორია და რომლითაც ჩვენნაირი საგენტოები ხელმძღვანელობენ. სხვათაშორის, გარდა იმისა, რომ უმაღლესი განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად ეს ვალდებულება ძალიან გვჭირდება, საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებშიც გვქონდა აღებული. იმისათვის, რომ ჩვენი უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემა ევროპულ სივრცესთან შესაბამისობაში მოგვეყვანა.
აქედან გამომდინარე, ეს ინტერვენცია შედეგს რამდენიმე მიმართულებით გამოიღებს. ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ უმაღლესი განათლების ხარისხი უნდა გაიზარდოს, რადგან ამ პროცედურას თან ახლავს საკმაოდ სოლიდური დაწესებულებების ხელშემწყობი აქტივობები, რაც იმას ნიშნავს, რომ ანალოგიურად ყურადღება გამახვილდება დაწესებულებაზე – თუ როგორ ახორციელებს ის საკუთარ, შიდა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმს.
–რამდენ უნივერსიტეტს შეეხება ეს საწყის ეტაპზე და როდიდან ამოქმედდება ახალი სტანდარტებით შეფასება?
–ეს შეეხება ყველა უნივესიტეტს, უბრალოდ ჩვენ ვიცით, რომ ავტორიზაციის ვადები ყველგან განსხვავებლია, რადგან სხვადასხვა დროს აქვთ გავლილი. 2017 წლისთვის, დაახლოებით ათზე მეტი სახელმწიფო უნივერსიტეტია, რომელთაც ავტორიზაციის გავლა უწევთ და შესაბამისად, უკვე ახალი სტანდარტებით გაივლიან.
–თავად უმაღლესი სასწავლებლების მზაობა რამდენად დიდია? შეძლებს კი ყველა უნივერსიტეტი მასობრივად ახალი სტანდარტებისთვის მომზადებას?
–რა თქმა უნდა, მზაობა ძალზედ მნიშვნელოვანია, თუმცა ეს სტანდარტები უფრო მხრდაჭერაზეა ორიენტიებული. იმისთვის, რომ უნივერსიტეტები მოემზადონ მათ დრო სჭირდებათ. ამასთან, დასჭირდებათ დახმარება, რომელსაც ცენტრი დაუგეგმავს. გამომდინარე იქიდან, რომ შეფასების სისტემა იცვლება, გვჭირდება თვისობრივად განსხვავებული ექსპერტთა ბაზის ჩამოყალიბება, რომელიც შესაბამისად მომზადებული იქნება. ეს იქნება სხვადასხვა კვალიფიკაციის ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ასევე ჯგუფურად შეამოწმებენ დაწესებულებებს.
ცხადია, ამას სჭირდება შესაბამისი დარგის სპეციალისტების სამსახურში აყვანა, ამასთანავე მათი მოძიება. დეკემბრის ბოლოს უკვე კონკურსს გამოვაცხადებთ, სადაც მოთხოვნები კვალიფიკაციის მიხედვით განსხვავებული იქნება. ამ საკითხზე მუშაობა უკვე დავასრულეთ, რაც ნიშნავს, რომ ჩვენც რამდენიმე თვე დაგვჭირდება ახალი ექსპერტთა კორპუსის სათანადოდ გადასამზადებლად.
–როგორც კოფერენციაზე აღინიშნა, ამ პროცესში უცხოელი სპეციალისტების ჩართვაც იგეგმება, ამ ნაწილზე მოლაპარაკება უკვე დაწყებულია?
–ამისათვის ჩვენ უკვე მოლაპარაკებას ვაწარმოებთ მსოფლიო ბანკთან, რომელმაც მსოფლიო დონის ექსპერტები უნდა მოგვამაგროს, რათა შეიმუშაონ ტრენინგ–მოდულები და ჩვენი ცენტრის გაძლიერება დაიწყონ. ეს იმისთვის, რომ დაწესებულებებს შესაბამისად გადამზადებული სპეციალისტები შევთავაზოთ, რათა ისინი ახალი სტანდარტების მორგებაში დაეხმარონ.
პროცესი საკმაოდ შრომატევადია და თავად ამ დოკუმენტის მოსამზადებლადაც მზადება ჯერ კიდევ 2014 წელს დავიწყეთ. თუმცა, ზუსტად ახლა მოვიდა მისი განხორციელების ეტაპი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებაც დავიწყეთ, რადგან გვსურს ნელ-ნელა საგანმანათლებლო და გარე შეფასებაში უცხოელი, უფრო მეტად დამოუკიდებელი და კვალიფიციური ადამიანები შემოვიყვანოთ. თუმცა ამას ინგლისურენოვანი პროგრამებით დავიწყებთ, ანუ აკრედიტაციის პროცესიდან, რადგან შინაარსობრივად ეს ტექნიკურ საკითხებთანაცაა დაკავშირებული.
მაგალითად, ახლა ავტორიზაციის საკითხზე რომ დავიწყოთ უცხოელი ექპერტების ჩართვა, ყველას მოუწევს დოკუმენტების ინგლისურ ენაზე გაკეთება, ეს მათ კანონით არ მოეთხოვებათ, ამიტომ ვიწყებთ იქიდან, საიდაც შეგვიძლია ამის გაკეთება და სადაც მასალა უკვე გენერირებულია. თუ ჩვენ აქედან დავიწყებთ, დავინახავთ რა არის ჩვენი პრობლემები, ამის განზოგადება სხვა პროგრამებზეც შეგვეძლება, თანაც ძალიან მარტივად.
თუმცა ჩვენ უკვე შეგვიძლია დავეხმაროთ უნივერსიტეტებს, დაიწყონ ამის ინგლისურ ენაზე გენერირებაც, რათა უცხოელი სპეციალისტები ავტორიზაციის საკითხებშიც ჩავრთოთ. ამ ეტაპზე პრიორიტეტი რომელიმე რეგიონალური უნივერსიტეტი ვერ იქნება, მაშინ როდესაც ჯავახიშვილი და ტექნიკური უნივერსიტეტი გვაქვს შესამოწმებელი. მათი შემოწმებით კი ძირითად პრობლემებს ისედაც დავინახავთ. მიუხედავადა ამისა, ვარაუდის დონეზე შემოწმება არასწორია, რადგან ზუსტად ასეთ შემთხვევაში შეიძლება გამოგვრჩეს რაიმე მნიშვნელოვანი დეტალი.
დაგემილი გვაქვს ინგლისურენოვან პროგრამულ აკრედიტიციის პროცესში უცხოელი ექსპერტების ჩართვა, რსითვისაც სპეციალური მიზნობრივი პროგრამა სამინისტროს ფარგლებში იგეგმება, ხოლო განმახორციელებელი იქნება ცენტრი (განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი). რადგანაც უცხოელი ექსპერტის მომსახურება უფრო მეტად ძვირია, ეს ყველაფერი დაწესებულებას დააწვება, ამიტომ პირველ ეტაპზე მიზნობრივი პროგრამა იქნება. აქედან გამომდინარე, პირველ წელს დავაკვირდებით, მოვახდენთ პილოტირებას.
–ფინანსურ ნაწილზე რას გვეტყვით, რა თანხებია ამისთვის საჭირო და რა ვადას აძლევთ უნვერსიტეტებს ავტორიზაციისთვის მოსამზადებლად?
–როგორც უკვე აღვნიშნე, ახალი ავტორიზაციის სტანდარტების დანერგვას საექსპერტო მომსახურება სჭირდება, დახმარება ცენტრის მხრიდან – ეს ყველაფერი დათვლილია. ნაწილობრივ ეს აისახება არსებულ ტარიფებში, რომელსაც დაწესებულება იხდის და ნაწილობრივ ცენტრის ბიუჯეტის იმ ნაწილის ზრდაში, რომელიც ექსპერტთა გადასამზადებლადაა საჭირო.
ამდენად, პირველი ნაწილი დალაგებული და დათვლილია. თანხაც შესაბამისად, დაწესებულებების განაცხადებიდან გამომდინარე გაითვლება. გარდა ამისა, რადგან დაწესებულებებსა და ჩვენც გარკვეული დრო გვჭირდება, ვფიქრობთ ავტორიზაციის ვადების ცოტათი გადაწევაზე, თუმცა არ მგონია, რომ 1 წელიწადზე მეტი იყოს.
–შეფასების მეთოდოლოგია და ბარიერი ყველა უნივერსიტეტზე თანაბრად ერთნაირად გავრცელდება თუ ახლადშექმნილ დაწესებულებებს სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ?
–გამომდინარე იქიდან, რომ უკვე არსებულ დაწესებულებებზე ვსაუბრობთ, რომლებიც საგანმანათლებლო სივრცეში წლების განმავლობაში ოპერირებენ, მათთან განსხვავებული ბარიერები იქნება. ხოლო მათ, ვინც სივრცეში ახლა აპირებს გაჩენას, სხვა კონკრეტული მოთხოვნები დაუწესდებათ და ვალდებულნი იქნებიან ყველა მოთხოვნა აუცილებლად თავიდანვე შეასრულონ.
–და ბოლოს, ამ გადმოსახედიდან, ხომ არ ხედავთ ახალი სტანდარტების დანერგვით გამოწვეულ შესაძლო რაიმე ტიპის რისკებს?
–შესაძლოა, რისკი რამდენიმე ნაწილში გაჩნდეს. მაგალითად თუ არსებულ სასწავლებელს ინფრასტრუქტურის პრობლემა ექნება, რომელიც ადაპტირებას არ ექვემდებარება, აქ სხვა მიდგომა გვექნება. მეორე პრობლემა იქნება თანხები, რომლებიც ამ ნაწილის გამართვას დასჭირდება, თუმცა ამავდროულად ჩვენ შეგვიძლია ისიც წარმოგვიდგინოთ, რომ თუკი დაწესებულება სრულ რეაბილიტაციას დააპირებს, მას მოუწევს შესაბამისი სტანდარტები გაითვალისწინოს. მანამდე კი შეგვიძლია მინიმალური ადაპტირების გეგმაზეც შევთანხმდეთ, რომელიც იგივე შშმ პირებს უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა იმედოვნებს, რომ უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში დაგეგმილი ცვლილებები მაქსიმუმ 2 თვეში ამოქმედდება. მისი შეფასებით, ეს მისასალმებელი იქნება როგორც უნივერსიტეტებისთვის, ისე საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც და ამასთანავე, აღიარების თვალსაზრისითაც ხაზგასასმელი. როგორც მან EDU.ARIS.GE– ის განუცხადა, ცვლილებები საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას გულისხმობს.
რექტორი: „თსუ–ში ახალი წლიდან თანხების გადანაწილებაზე სტუდენტებთან ერთად იმსჯელებენ“
მოამზადა სალომე სარიშვილმა
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება