„ვგეგმავთ, რომ ყველა სკოლა ერთიან სტანდარტებში მოვაქციოთ“
„ბატონ მიხეილს 800 სკოლა აქვს გასარემონტებელი, ჩვენ ვგეგმავთ, რომ ერთიან სტანდარტებში მოვაქციოთ ყველა სკოლა და ევროპული სტანდარტების მიხედვით გავარემონტოთ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.
ღარიბაშვილის განცხადებით, საჯარო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის მიზნით, მოპოვებულია მილიარდ ხუთასი მილიონიდან 2-მილიარდამდე ოდენობის თანხა, რომლითაც კონკრეტული პროექტების დაფინანსება მოხდება.
„ყველა სამინისტრომ უკვე გამოაგზავნა სია, იმ ობიექტების ნუსხა, რომლებიც პროექტის ფარგლებში იქნება ასაშენებელი ან იქნება გასარემონტებელი… პროექტები წარმოადგინეს ისეთმა უწყებებმა, როგორებიც არიან თავდაცვა, ჯანდაცვა, განათლება, სოფლის მეურნეობა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვა მიმართულებებმა“, – აღნიშნა პრემიერმა მთავრობის სხდომის მიმდინარეობისას.
მისივე თქმით, მთავრობის გეგმაა, რომ იმ პროექტების ვადებმა, რომლებიც რამდენიმე წლის განმავლობაში უნდა დაწყებულიყო, გადმოიწიოს და პროექტებზე მუშაობა წელს დაიწყოს.
პროექტების გამოცხადება ღარიბაშვილმა უკვე მომდევნო კვირისთვის დააანონსა.
ასევე იხილეთ:
ბზარების გაჩენამ 174-ე სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვიტა – რას ამბობს დირექტორი
მოამზადა გოგა ნიჟარაძემ
-
ცნობილია სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგები, ტესტი და სწორი პასუხები – გამოცდები 2026
by საგრანტო კონკურსის სიახლეები
-
გამოქვეყნდა გამსვლელი ქულა ლიტერატურაში, შეფასების სქემა და აბიტურიენტთა შედეგები – გამოცდები 2026
by ARIS.GE-განათლება
-
„მესამე სემესტრიდან სტუდენტისთვის დაფინანსების შემცირებას ერთადერთი მიზეზი აქვს“
by ARIS.GE-განათლება