ვინც წელს გახდა სტუდენტი ატესტატს წინასწარი ჯავშნის გარეშე აიღებს – დეტალები
იუსტიციის სახლი, იმ სტუდენტებზე, ვინც წელს გახდა სტუდენტი ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, ატესტატის სერვისს ჯავშნის სისტემის გვერდის ავლით გასცემს.
როგორც ცნობილია, COVID-19-ის პრევენციის მიზნით, სახელმწიფო სერვისების მიწოდება წინასწარი დაჯავშნის პრინციპით ხორციელდება, რისთვისაც მოქალაქემ კონკრეტული სერვისის მისაღებად ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალ my.gov.ge-ზე ვიზიტი მისთვის სასურველ დღესა და დროს წინასწარ უნდა დაჯავშნოს.
თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთმა უმაღლესმა სასწავლებელმა სტუდენტებს დოკუმენტების, მათ შორის ატესტატის წარსადგენად ვადა მხოლოდ რამდენიმე დღით განუსაზღვრა, იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები ახალგაზრდებს my.gov.ge პორტალზე მოქმედი ჯავშნის სისტემის გვერდის ავლით მოემსახურებიან.
ამისათვის, დაინტერესებულმა პირებმა უნდა დარეკონ ტელეფონის ნომრებზე 599 465 426 ან 599 465 429 და შეათანხმონ სერვისის მიღების მიზნით იუსტიციის სახლში/საზოგადოებრივ ცენტრში მისვლის დრო.
-
„თუ ასეთი აბიტურიენტები მაინც ხდებიან სტუდენტები, უნივერსიტეტში სწავლას ვეღარ ახერხებენ“ – სპეციალისტი
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
გამოქვეყნდა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტი ქიმიაში
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
„ვიცით, რა უნდა ვასწავლოთ, მაგრამ ახალ წიგნებში რა იქნება, ეგ არ ვიცით – მასწავლებელი გამოწვევის წინაშეა“
by ARIS.GE-განათლება