ვის შეუძლია მობილობაზე უარის თქმა და რომელმა უმაღლესებმა მიიღეს ყველაზე ნაკლები სტუდენტი მობილობით
2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობით 3000-მდე სტუდენტმა ისარგებლა და და ამ ეტაპზე აპლიკანტების სხვა უმაღლესში გადასვლის პროცესი მიმდინარეობს. მობილობის წესით სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვების შემდგომ, თითოეულმა სტუდენტმა, წერილობითი განცხადებით, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას და პირად საქმეში არსებული დოკუმენტაციის ასლები წარადგინოს.
მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება განსაზღვრავს სტუდენტის მიერ დაგროვებული კრედიტების თავსებადობას იმ საგანმანათლებლო პროგრამასთან, რომელზეც მან სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა და დაადგენს სწავლების რომელი წლიდან შეძლებს ის სწავლის გაგრძელებას.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ EDU.ARIS.GE -სთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობით, ყველაზე ნაკლები, თითო-თითო სტუდენტი მიიღეს:
შპს – დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტმა, ა(ა)იპ – ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა, შპს ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითიმ. მობილობის შედეგად 3 სტუდენტი გადავიდა შპს – საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში, 5 სტუდენტი კი სსიპ – ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტსა და შპს – პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში.
რაც შეეხება სხვა უმაღლეს სასწავლებლებს, 102 სტუდენტი გადავიდა სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, 87 სტუდენტი სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 65 სტუდენტი – შპს მილენიუმი სასწავლო უნივერსიტეტში, 62 სტუდენტი – სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 57 სტუდენტი შპს – ქუთაისის უნივერსიტეტში, 52 სტუდენტი შპს – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.
მობილობის წესით სწავლის გაგრძელებაზე უარის თქმა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არის გამოცემული ჩარიცხვის შესახებ ბრძანება. ამ დროს სტუდენტს შეუძლია მიმართოს მიმღებ საგანმანათლებლო დაწესებულებას წერილობით და უარი განაცხადოს სწავლის გაგრძელებაზე. ხოლო, თუ ჩარიცხვის შესახებ ბრძანება უკვე გამოცემულია, აპლიკანტი უკვე ითვლება მიმღები დაწესებულების სტუდენტად და ძველ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლას ვეღარ განაგრძობს.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება