ხულოში კორონავირუსი საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომელს დაუდასტურდა
კორონავირუსი დაუდასტურდა ხულოს რესურსცენტრის თანამშრომელს.
როგორც EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, ეს ხულოში ინფექციის პირველი შემთხვევაა.
პაციენტი ბათუმში, ხოზრევანიძის კლინიკაში გადიოდა მკურნალობას, სადაც ერთი კვირის წინ ვირუსის შემთხვევა დაფიქსირდა და კლინიკა დროებით დაიხურა.
ხულოს რესურსცენტრში აცხადებენ, რომ თანამშრომელს სიმპტომები ჰქონდა, თუმცა ის დისტანციურად მუშაობდა და სხვა თანამშრომლებთან შეხება არ ჰქონია.
ვისთან ჰქონდა კონტაქტი ინფიცირებულს ეპიდემიოლოგები სწავლობენ.
ამის გათვალისწინებით, სასწავლო პროცესი დისტანციურად დაიწყება ხულოში, შუახევსა და ხელვაჩაურშიც.
ხულოს სკოლებში პედაგოგები კორონავირუსზე ტესტირებას იტარებენ. სასწავლო პროცესის დისტანციურად განახლების შესახებ გადაწყვეტილება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ცოტა ხნის წინ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გააჟღერა:
”დაგვიფიქსირდა კორონავირუსის ერთი შემთხვევა აჭარის მაღალმთიანეთში, შესაბამისად, დღეს ოპერატიული შტაბის ფორმატში, საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხულოში, შუახევსა და ქედაში ხვალ სწავლა დისტანციურად დაიწყება. განათლების სამინისტრო მუშაობს და მათ აქვთ დავალებული სასწავლო დაწესებულებებში სრულ მზადყოფნაში მოიყვანონ, როგორც ტექნიკური, ასევე ინფრასტრუქტურული სიმძლავრეები. სკოლების დიდი ნაწილი მზად არის საკლასო ოთახებში განახლდეს სწავლა, მაგრამ მომატებული ეპიდრსიკების გათვალისწინებით, აჭარაში, საკლასო ოთახებში სწავლა პირველ ოქტომბერს დაიწყება”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
-
„თუ ასეთი აბიტურიენტები მაინც ხდებიან სტუდენტები, უნივერსიტეტში სწავლას ვეღარ ახერხებენ“ – სპეციალისტი
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
გამოქვეყნდა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტი ქიმიაში
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
„ვიცით, რა უნდა ვასწავლოთ, მაგრამ ახალ წიგნებში რა იქნება, ეგ არ ვიცით – მასწავლებელი გამოწვევის წინაშეა“
by ARIS.GE-განათლება