GE

ყველა ამ ნაწარმოებმა შეძლო მსოფლიოს წიგნის მკითხველები აეტირებინა

კარგი წიგნი მკითხველში ყველაზე ძლიერ ემოციებს იწვევს, დაწყებული უსაზღვრო ბედნიერებით და დასრულებული ღრმა მწუხარებით. პერიოდულად, თითოეულ ჩვენგანს, მსგავსი ნაწარმოების წაკითხვა, სიცოცხლის გადასაფასებლად სჭირდება. გთავაზობთ 10 წიგნს, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს.

,,სამი მეგობარი“, ერიხ მარია რემაკრი

ნაწარმოები მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ რომანად ითვლება. მასში ორი ძალიან განსხვავებული ადამიანის სიყვარულის ისიტორიაა მოთხრობილი. მათ ომის წარსული აჩრდილები და მოგონებები ყველგან სდევთ. მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილი ნაწარმოების შინაარსის განუყოფელი ნაწილია, ის სიყვარულითა და სიცოცხლით არის სავსე.

,,ბიჭი ზოლიან პიჟამაში“, ჯონ ბოინი

ცხრა წლის ბიჭი კარგ, მაგრამ უცნაურ მეგობარს პოულობს. ის რატომღაც სულ მშიერია და უცნაური მავთულის მიღმა ცხოვრობს. ბავშვები ვერ ხვდებიან, თუ რა ხდება უფროსების დაუნდობელ სამყაროში. ეს ისტორია გულგრილს არავის დატოვებს.

,,ჩემი და ბუხრის თაროზე ცხოვრობს“, ანაბელ პიტერი

ოჯახში უბედურება დატრიალდა, მაგრამ მხოლოდ როჯერი არ ტირის. ის დარწმუნებულია, რომ როდისმე ყველაფერი მოგვარდება. შეიძლება ის მთელი ქვეყნის მასშტაბით გახდეს ცნობილი და მაშინ მისი და, როზა, რომელიც ბუხრის თაროზე ცხოვრობს ძალიან ბედნიერი იქნება.

,,სანამ ცოცხალი ვარ“, ჯენი დაუნჰემი

16 წლის ტესა სკოტმა, რომელსაც მძიმე დაავადება აქვს, იცის, რომ ცოტა დრო აქვს დარჩენილი. გოგონა გიჟური სურვილების სიას ადგენს, რომელიც მან სიკვდილამდე უნდა შეასრულოს. ამ გულწრფელი და თამამი რომანის წაკითხვის შემდეგ, ცხოვრების ყოველი მომენდით ტკბობა მოგინდებათ.

,,მოუთმენლობა გულისა“, შტეფან ცვაიგი

წიგნი პარალიზებული ლამაზმანის უიმედო სიყვარულზეა. ოფიცერი თანაუგრძნობს მას, მაგრამ არ უყვარს. გოგონას გრძნობა იმდენად დიდია, რომ საპასუხო სიყვარულს არ საჭიროებს. რეალობის საწინააღმდეგოდ, მის გულში ცოცხლობს იმის იმედი, რომ ის გამოჯანმრთელებასა და ადგომას შეძლებს.

,,ჩრდილების გამტაცებელი“, მარკ ლევი

რომანის მთავარ გმირს, პატარა ბიჭს, არაჩვეულებრივი ნიჭი აქვს. მას ჩრდილების მოსმენა და გატაცებაც კი შეუძლია. გარდა ამისა, მას ჩრდილებისა და მათი მფლობელების დახმარება და ბედის უკეთესობისკენ შეხცვლის შესაძლებლობა აქვს. როდესაც ბიჭი გაიზარდა, ექიმი გახდა. ნაწარმოების მთავარი გმირი თავის ნიჭს ავადმოფების გამოსაჯანმრთელებლად იყენებს, თუმცა ის საკუთარ თავს ვერ ეხმარება.

,,ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი“, ერიკ-ემანუელ შმიტი

ბიჭს, სახელად ოსკარი, კიბო აქვს. ახლა საავადმყოფო მისი სახლია, ძიძა -ვარდისფერი ქალბატონი კი მეორე დედა. როდესა ოსკარი გაიგებს, რომ მას სიცოცხლის რამდენიმე დღე დარჩა, ვარდისფერი ქალააბატონი მას თამაშს სთავაზობს – თითო დღე 10 წელიწადად ჩათვალოს. ასე, ხოლოდ 12 დღეში ბიჭი გაზრდას, შეყვარებას და დაბერებასაც კი ასწრებს.

,,გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“, კენ კიზი

ციხესა და ფსიქიატრიულ კლინიკას შორის, ნაწარმოების მთავარი გმირი მეორეს იმ იმედით, ირჩევს, რომ იქ ყოფნა უკეთესია. ის სისტემას ომს უცხადებს და საკუთარი თავის ერთგული რჩება. ეს ისტორია უხეშად, მაგრამ გულწრფელად ასახავს ფსიქიკური დაავადების მქონე პირების ყოფას.

,,წიგნის ქურდი“, მარკუს ზუსაკი

პატარა ლიზელს მძიმე ბედი აქვს. ის ნაცისტურ გერმანიაში ცხოვრობს, სადაც მისი მამა, რომელსაც უცნაურ სიტყვას ,,კომუნისტს“ ეძახიან, უეცრად უჩინარდება. დედამ ლიზელისა და მისი ძმის გაშვილება გადაწყვიტა. გზაში სიკვდილი ლიზელს ძმას ართმევს. სწორედ ამ დროს გოგონა წიგნს პოულობს. კითხვა მისი საყვარელი საქმე ხდება, დაბეჭდილი სიტყვები მას განსაკუთრებულ ძალას სძენენ.

,,თავშესაფარი (დღიური)“, ანა ფრანკი

ანა ფრანკი საკონცენტრაციო ბანაკში 15 წლის ასაკში გარდაიცვაალა. გოგონა 1942-1944 წლებში დღიურს აწარმოებდა. მასში მოზარადის ცხოვრება, მისი გრძნობები და ოცნებები მომავალზე – პროფესიაზე, ოჯახურ ცხოვრებაზე არის აღწერილი. ამ წიგნის კითხვა ძალიან რთული, მაგრამ საჭირო იმისთვის არის, რომ ჩვენი ისტორიის ყველაზე შავი გვერდები არასდროს დაგვავიწყდეს.

მოამზადა თეა ინაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური