ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გამოცდა აბიტურიენტებისთვის იყოს უსაფრთხო – ncdc
ქვეყანაში COVID-19-ის გამო შექმნილი ვითარების მიუხედავად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადა, რომ ეროვნულ გამოცდებს არაფერი ემუქრება და ის ჩატარდება. თუმცა ამ დრომდე უცნობია, რა ფორმით მოუწევთ გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტებს.
როგორ უნდა ჩააბარონ აპლიკანტებმა 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ისე, რომ მათი უსაფრთხოება დაცული იყოს? – არსებული ინფორმაციით, განათლების სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ამ საკითხზე მუშაობა დაწყებული აქვთ.
“ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა განათლების სამინისტროსთან. გვაქვს მათთან ერთად მსჯელობა რა აჯობებს, როგორ იქნება უფრო უსაფრთხო, უფრო დაცული, ვინც მივა გამოცდის ჩასაბარებლად. მას მერე, რაც კოვიდის გავრცელება დაიწყო მსოფლიოში, რაც პანდემია ჩამოყალიბდა ჩვენს ქვეყანაში, ტარდება მთელი რიგი ღონისძიებები. მართლაც, წლევანდელ აბიტურიენტებს უჩვეულო მდგომარეობაში მოუწიათ სწავლა. ყველანაირ ღონისძიებას დავსახავთ განათლების სამინისტროსთან ერთად, რომ ის სამსაათიანი-ოთხსაათიანი გამოცდა, რომელზეც მუშაობა უწევთ აბიტურიენტებს, იყოს მათი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო”, – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი.
მისივე თქმით, ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით შემუშავებული იქნება ადეკვატური რეკომენდაციები თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდის გახდება ეს რეკომენდაციები საზოგადოებისთვის საჯარო.
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები შესაძლოა გადავადდეს – გიორგი გახარიას განცხადება
მოამზადა ნათია დაშნიანმა
-
2027 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
„სად გაქრა XIX საუკუნის ანექსია, აჯანყებები, რუსული მმართველობის დამყარება?“ – საგნობრივი ექსპერტი ისტორიის სახელმძღვანელოზე
by ARIS.GE-განათლება
-
„ჩვენი მიზანია, მინიმუმ გათანაბრდეს სწავლების ხარისხი საჯარო და კერძო სკოლებს შორის“
by ARIS.GE-განათლება