25 აპრილი, 2018 15:07
სკოლა “სადუნის” IIგ კლასის მოსწავლემ მოდელირებული კითხვის საათი ჩაატარა
მოსწავლე-მასწავლებელი არის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეთა გონებრივ განვითარებას, ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, კომუნიკაციის უნარის ჩამოყალიბებას. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში სკოლა “სადუნის” IIგ კლასის მოსწავლის, ნინი მამაიაშვილის მიერ ჩატარდა მოდელირებული კითხვის საათი: იაკობ გოგებაშვილის იგავ-არაკი – “ფუტკარი და მტრედი”.
კითხვის საათზე გამოყენებული იქნა სხვადასხვა მეთოდი: “ხმამაღლა ფიქრი”, “პაუზებით კითხვა”… აქტივობები: ” გონებრივი იერიში”, “ვარაუდების ღრუბლები”, “ცნების რუკა”, “ასოციაციური რუკა”… განმარტებული იქნა მნიშვნელოვანი სიტყვები. ჩატარდა ჯგუფური მუშაობა.
ლიდერებს ჰქონდათ პრეზენტაციები, ასევე, ურთიერთშეფასება, თვითშეფასება და მოსწავლე-მასწავლებლის მიერ შეფასება.