დაწყებითი სკოლების შთამბეჭდავი ბიბლიოთეკები (+ფოტო)
სად არის თქვენი სკოლის ცენტრი? (ყველაზე პოპულარული ადგილი სკოლაში), თუ ამ კითხვაზე პასუხად გაქვთ: „ჩემი სკოლის ცენტრი ბიბლიოთეკაა“, თქვენი სკოლა აპლოდისმენტებს იმსახურებს.
უკვე წარსულია მტვრიანი წიგნებით გამოტენილი სავსე თაროები, ფერდაკარგული წიგნები, რომლებსაც ბიბლიოთეკარი ძველ თაროზე ანბანის მიხედვით ალაგებდა. თანამედროვე სკოლის ბიბლიოთეკები დღეს განსხვავებულად გამოიყურება და ამაში საერთაშორისო პრაქტიკა გვარწმუნებს.
EDU.ARIS.GE გაჩვენებთ თანამედროვე დაწყებითი სკოლების ბიბლიოთეკებს, რომლებიც შთაბეჭდილებებს ქმნის.
ნანსლოეს დაწყებითი სკოლა-აკადემია კორნუოლში:
ბიბლიოთეკა ისეა მოწყობილი, როგორც ჰობიტის ბაღი. აქ შეხვდებით პატარა სახლს ჩანჩქერით, ციხის ტერიტორიით (იმიტირებულ გემთან ერთად) და, რა თქმა უნდა, ნახავთ ობობის ქსელს. ბიბლიოთეკა პატარებისთვის სათამაშო სივრცესაც აერთიანებს და პედაგოგებს საშუალებას აძლევს, ის გაკვეთილებზეც გამოიყენონ.
როსენდეილის დაწყებით სკოლა სამხრეთ ლონდონში:
სკოლას სჭირდებოდა ბიბლიოთეკა, მაგრამ მათ არ ჰქონდათ ადგილი ბიბლიოთეკისთვის. გამოსავალი დიზაინერმა ქეით გორელმა იპოვნა. სასწავლო ზონა შეიქმნა არც, მეტი არც ნაკლები ავტობუსის ბორბლებზე. რას იტყვით, რამდენად იაფი გამოსავალია ორსართულიანი ავტობუსი ბიბლიოთეკისთვის?
Dame Bradbury-ის სკოლა ეშდონში, ბრიტანეთი:
ასე გამოიყურება ბიბლიოთეკის დიზაინი, როდესაც ის სხვა ლოკაციაზე გადაიტანეს. ბიბლიოთეკის დიზაინისთვის გამოყენებულია ცოდნის კონცეფცია – ხე, რომელიც ცენტრალური ფოკუსის წერტილი გახდა.
აბა, მოსწავლეებო, სად იქნებოდა თქვენი სკოლის ცენტრი თუ ასეთი ბიბლიოთეკა გექნებოდათ?!
-
თუ შენს შვილს პირველ კლასში რეგისტრაცია ონლაინ, 15 ივნისიდან უწევს – გაიარე რეპეტიცია by სკოლების ამბები
-
SAGE 2026-ის ეროვნულ ფინალში პირველი ადგილი და მსოფლიო თასის საგზური AIA-GESS-ის გუნდმა – Foggy Bag მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
„მშობლებს ხარჯს გვიორმაგებენ!“ – წლის დასაწყისში ტანსაცმელს იყიდით, სემესტრის ბოლომდე კი – სასკოლო ფორმას by სკოლების ამბები







