GE
ტრენინგი ბუღალტერიაში
აუდიტ-კონსალტინგ ცენტრი აცხადებს მსმენელთა მიღებას საბუღალტრო აღრიცხვისა და მთავარი ბუღალტრის, ბუღალტრის თანაშემწის, რიგითი ბუღალტრის, მოლარის საქმიანობისა და პრაქტიკის ინდივიდუალურ, ჯგუფურ (2 მსმენელი) სასწავლო კურსზე.

საბუღალტრო ტრენინგი ხორციელდება დამატებითი პროფესიული განათლების პროგრამით (კურსების სახით). ტრენინგის პროგრამა ორიენტირებულია აღრიცხვის კადრების პრაქტიკული და თეორიული უნარ-ჩვევების ანუ მიმართულებების - საიდან დავიწყოთ, როგორ ვიმუშაოთ და რას მივაღწიოთ - სწავლებაზე ეკონომიკური პროფილის კადრებისათვის, არაეკონომიკური პროფილის კადრებისათვის, რიგითი აღრიცხვის მუშაკებისა და ბუღალტრებისათვის, საწარმოს ხელმძღვანელთათვის.
ტრენინგის ცალკეული საკითხები საფუძვლიანად გაშუქებულია ცენტრის მიერ ბუღალტრებისათვის გამოცემულ სახელმძღვანელოში, რომლის შინაარსი და ანოტაცია იხილეთ ცენტრის ვებ-გვერდზე: www.account.ge
ტრენინგის პროგრამის შინაარსი და ღირებულება:
1. ტრენინგის პროგრამა, რომლის ღირებულება შეადგენს 100 ლარს, მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
  • კერძო სამართლის იურიდიული და ფიზიკური ორგანიზაციების სალაროს, ბანკის, ხელფასების, რეალიზაციის, ხარჯების, დებიტორ-კრედიტორების, ბანკის სესხის, საგადასახადო ვალდებულებების და ა.შ. აღრიცხვა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებით და საგადასახადო კოდექსით წარმოების, ვაჭრობის, მიწოდებისა და მომსახურების სფეროში;
  • კერძო სამართლის იურიდიული და ფიზიკური ორგანიზაციების მთავარი ბუღალტრის, ბუღალტრის თანაშემწის, რიგითი ბუღალტრის და მოლარის საქმიანობა და პრაქტიკა;
  • საგადასახადო დეკლარირება (საშემოსავლო, საბაჟო, დღგ და ქონების გადასახადები, მოგება/ზარალი);
  • საბუღალტრო დოკუმენტწარმოება (ჟურნალ-მთავარი, სალაროს წიგნი, სალაროს შემოსავლის ორდერი, სალაროს გასავლის ორდერი, ბრუნვითი უწყისი, ხელფასის უწყისი, მემორიალური ორდერი, გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაცია, დღგ-ს გადახდის დეკლარაცია, მოგების გადახდის დეკლარაცია, ქონების გადახდის დეკლარაცია, საგადასახადო დავალება, სასაქონლო ზედდებული, ანგარიშ-ფაქტურა)
2. ტრენინგის პროგრამა, რომლის ღირებულება შეადგენს 50 ლარს, მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსი (ზოგადი დებულებები, საწარმოები, ორგანიზაციები, ფიზიკური პირები, გადასახადის გადამხდელები, საგადასახადო აგენტები, გადასახადის გადამხდელთათვის ინფორმაციის მიწოდება, საქართველოს საგადასახადო ორგანოების სისტემა, საგადასახადო ვალდებულება, საგადასახადო ანგარიშგება, საგადასახადო კონტროლი, საგადასახადო სამართალდარღვევა და პასუხისმგებლობა, საგადასახადო დავა, საშემოსავლო და მოგების გადასახადები, დღგ, აქციზი, საბაჟო გადასახადი, ადგილობრივი გადასახადები, გარდამავალი და დასკვნითი დებულებები);
  • საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ (ზოგადი ნაწილი, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კოოპერატივი, გარდამავალი დებულებანი);
  • საქართველოს შრომის კოდექსი (შრომითი ურთიერთობა, შრომითი ურთიერთობის სუბიექტები, შრომითი ხელშეკრულების დადება, გამოსაცდელი ვადა, მივლინება, სამუშაო დროის ხანგრძლივობა, უქმე დღეები, შვებულება, შრომის ანაზღაურება, დაქვითვა შრომის ანაზღაურებიდან, დავა და პასუხისმგებლობა).
3. ტრენინგის პროგრამა, რომლის ღირებულება შეადგენს 70 ლარს, მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამა - Oris-Accounting წარმოების, ვაჭრობის, დისტრიბუციის და მომსახურების სფეროში. ორგანიზაციის რეგისტრაცია. საბუღალტრო გატარებები. ბრუნვითი უწყისი. ბალანსი. მოგება/ზარალი. საბუღალტრო ქვეანგარიშები. საწყობი (1610, 1620, 1630, 1640). საბუღალტრო დოკუმენტაცია. ძირითადი საშუალებები და არამატერიალური აქტივები (2100 და 2500). ძირითადი საშუალებების ცვეთა (2200) და არამატერიალური აქტივების ამორტიზაცია (2600). კადრები და ხელფასები. საგადასახადო დეკლარაციები პროგრამა ექსელის ფორმატში. სამეურნეო ოპერაციების შესრულება.
რა სარგებელს მიიღებს მსმენელი მონაწილეობის შემთხვევაში:
  • ტრენინგის ბოლოს ტარდება ტესტირება მიღებული ცოდნისა და სააღრიცხვო უნარ-ჩვევების გამოვლენის მიზნით;
  • მსმენელებზე გაიცემა საბუღალტრო ტრენინგის გავლის დამადასტურებელი ოფიციალური სერტიფიკატები და შესაბამისი რეკომენდაციები;
  • მსმენელებისათვის მომავალში გათვალისწინებული იქნება უფასო კონსულტაციები.
ტრენინგის პროგრამის ხანგრძლივობა:
  • ტრენინგი გაგრძელდება 2 თვემდე (კვირაში 3-ჯერ, კვირის გარდა);
  • დაჩქარებული ტრენინგი დასრულდება 1 თვეში (ყოველდღიურად კვირის ჩათვლით);
  • სწავლება მიმდინარეობს როგორც დღის, ისე საღამოს საათებში;
  • შესაძლებელია სწავლების მცოცავი ან თავისუფალი გრაფიკის არჩევაც;
  • შეთანხმების შემთხვევაში შესაძლებელია მსმენელის ბინაზე ან მის სამუშაო ადგილზე სწავლებაც.
სასწავლო პროგრამები და გეგმები დამატებით იხილეთ სასწავლო ცენტრის ვებ-გვერდზე: www.account.ge
ტრენინგს ხელმძღვანელობს წიგნების ავტორი, ლექტორი და დამოუკიდებელი ბუღალტერი, ბაფის ნამდვილი წევრი.
რეგისტრაცია და გადახდის პირობები:
  • მსმენელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს ყოველდღიურად;
  • დარეგისტრირებული მსმენელები გაივლიან გასაუბრებას ოფისში;
  • გასაუბრების შემდეგ მსმენელებისათვის დაინიშნება დღეები, საათები და მათთან გაფორმდება ხელშეკრულებები;
  • ანგარიშსწორება განხორციელდება სასწავლო ცენტრის საბანკო ანგარიშზე ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი სამუშაო დღის განმავლობაში;
  • ხელშეკრულებით, მსმენელის მოთხოვნის შემთხვევაში, გათვალისწინებული იქნება ეტაპობრივი ანგარიშსწორებაც - ღირებულების 50% ტრენინგის დასაწყისში, ხოლო დანარჩენი - ტრენინგის შუა პერიოდისათვის.
დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ სასწავლო ცენტრის ვებ-გვერდზე: www.account.ge
გისურვებთ წარმატებებს!
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები