GE

ტელ.: (+995) 32 214 90 50551 40 42 40 595 40 47 48
ელფოსტა: newgen.ge@gmail.com თბილისი, ალ. ყაზბეგის 26 (დელისთან)

მეტი
ბუღალტერიის კურსი - თეორია + ORIS + სტაჟირება
ღირებულება: 350 ლარი
პროგრამაზე რეგისტრაცია

ტრენინგ ცენტრი „ნიუ გენი“ გთავაზობთ ბუღალტერიის 3-თვიან კურსებს ონლაინ ან ადგილზე შესწავლით. 

პროგრამა ითვალისწინებს ბუღალტერიის შესწავლას საწყისი საფეხურიდან. კურსი მოიცავს როგორც ბუღალტრულ აღრიცხვას, ასევე საგადასახადო საქმის საკვანძო საკითხებს, გადასახადის სახეებს, ვადებს, დაანგარიშებას და დეკლარირებას ახალი ესტონური მოდელით.

ტრენინგს გაუძღვება ACCA-ს კურსდამთავრებული, მოქმედი მთავარი ბუღალტერი.

კურსის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.
 
კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს:  

  • ვინც იწყებს ბუღალტერიის შესწავლას საწყისი საფეხურიდან
  • ვისაც გაქვთ გარკვეული შეხება ბუღალტერიასთან და გსურთ ცოდნის გაღრმავება

კურსის განმავლობაში მიიღებთ სასწავლო მასალებს.

კურსი შედგება 3 ეტაპისაგან:  

  • თეორიული ნაწილი
  • კომპიუტერული ბუღალტერიის პროგრამა ORIS 7
  • პრაქტიკული ნაწილი (სტაჟირება)

თეორიული ნაწილი მოიცავს

  • შესავალი: რა არის ბუღალტრული აღრიცხვა; ბასს; ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები
  • ანგარიშთა გეგმა
  • სალაროს ოპერაციები
  • ბანკის ოპერაციები
  • მოთხოვნების აღრიცხვა
  • სავაჭრო კრედიტორული ვალდებულებების აღრიცხვა
  • საგადასახადო ვალდებულებების აღრიცხვა
  • სასესხო ვალდებულებების აღრიცხვა
  • სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვა
  • უკანდაბრუნებული საქონლის აღრიცხვა
  • რეალიზაციისა და დღგ-ს კორექტირება
  • წარმოების პროცესის აღრიცხვა
  • პროდუქციის თვითღირებულების განსაზღვრა
  • კურსთაშორისი სხვაობები
  • საწესდებო კაპიტალის აღრიცხვა
  • შემოსვლებისა და ხარჯების აღრიცხვა
  • ხელფასთან დაკავშირებული ოპერაციები
  • იჯარის აღრიცხვა
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის ზოგადი მიმოხილვა და ძირითადი ასპექტები
  • ფინანსური შედეგის (მოგება-ზარალის) გაანგარიშება
  • საცდელი ბალანსის შედგენა

კომპიუტერული ბუღალტერიის ORIS 7-ის კურსი მოიცავს:

  • ორის 7-ის ინსტალაცია;
  • მონაცემთა ბაზის შექმნა;
  • საოპერაციო და ანალიზური პერიოდები;
  • სამუშაო არეები;
  • მენიუს ზოლის დამატება;
  • მოქმედების შესრულების ინსტრუმენტები (ძიება, ფილტრი, დალაგება, სტილის ღილაკი);
  • ანგარიშთა გეგმა და სასტარტო ნაშთების დასმა;
  • საბუღალტრო გატარებები (მარტივი და რთული გატარება);
  • საგანთან დაკავშირებული გატარებები;
  • მენეჯერული ოპერაციები;
  • დოკუმენტაციის შექმნა (სალაროს შემოსავლის ორდერი, სალაროს გასავლის ორდერი, სასაქონლო ზედნადები);
  • ძირითადი საშუალებების მიღება, სასტარტო ნაშთებში დასმა, ცვეთის დარიცხვა;
  • ხელფასები (ხელფასის დაანგარიშება, პერიოდის დაყენება, დარიცხვის გატარებები);
  • ბანკის ამონაწერის იმპორტი;
  • RS-სთან კავშირი და ჩამოტვირთვები;
  • სავალუტო ოპერაციები;
  • მოგება-ზარალი;
  • საცდელი ბალანსი;
  • ასლის აღება/აღდგენა.

პრაქტიკული ბუღალტერიის კურსი 
პრაქტიკული ბუღალტერიის კურსი ითვალისწინებს კონკრეტული ორგანიზაციის დოკუმენტებთან მუშაობას, ბუღალტერიის წარმოებას შემდგომი ანგარიშების გადახურვითა და საგადასახადო დეკლარაციების შევსებით ელექტრონულად rs.ge-ზე. სტაჟირების გავლა შეუძლიათ პირებს, რომლებსაც აქვთ თეორიული განათლება ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლებში და ფლობს ORIS-ის პროგრამას. ასევე დამწყებ ბუღალტრებს, ვისაც აქვთ სურვილი გაიღრმავოს პროფესიული ცოდნის დონე.
 
კურსი მოიცავს:

  • ორგანიზაციის შექმნა
  • სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერების შექმნა. სალაროს დამუშავება
  • ბანკის ამონაწერის დამუშავება
  • სასაქონლო ზედნადებისა და ანგარიშ-ფაქტურის შექმნა ელექტრონულად rs.ge-ზე.
  • ხელფასის უწყისის შექმნა
  • ყოველთვიური დეკლარციების (საშემოსავლოს, განაცემთა ინფორმაციის, დღგ-ს და მოგების) შევსება-ჩაბარება ელექტრონულად rs.ge-ზე.
  • ყოველწლიური დეკლარციების (ქონების) შევსება-ჩაბარება ელექტრონულად rs.ge-ზე.

ბუღალტრული აღრიცხვა იწარმოებს ORIS 7-ის პროგრამაში და საგადასახადო აღრიცხვის სახელმწიფო სისტემა rs.ge-ზე.
აღნიშნული კურსის გავლის შემდგომ თქვენ შეძლებთ დამოუკიდებლად განახორციელოთ მოქმედი კომპანიების საბუღალტრო აღრიცხვა და დეკლარირება.

კურსის ხანგრძლივობაა 3 თვე. მეცადინეობა ტარდება კვირაში 3-ჯერ. ლექციის ხანგრძლივობა - 1 სთ. 

კურსის ღირებულება:  ერთი თვე - 350 ლარი

შესაძლებელია კურსის ცალკეული ნაწილის გავლა:

  • თეორიული კურსი:   400 ლარი (14 ლექცია), 
  • ORIS 7-ის კურსი: 350 ლარი (8 ლექცია)
  • სტაჟირება: ჯგუფში 400 ლარი (12 ლექცია)

მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით.

პროგრამაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრიციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი მარტი 2025
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დასწრებით ან ონლაინ
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები