GE
საგადასახადო კოდექსის კურსი კ. გორბატკოვთან
ღირებულება: 420 ლარი
კონსულტაციებისა და ტრენინგების ოფისი "სითიო" აცხადებს მიღებას კურსზე "საგადასახადო კოდექსი" კონსტანტინე გორბატკოვთან.
 
კურსის აღწერა: კურსის განმავლობაში ამომწურავად შეისწავლება საქართველოს საგადასახადო კოდექსი და მასში შესული ცვლილებები. თითოეული ლექცია წარიმართება დიალოგის რეჟიმში და მოიცავს თეორიულ მასალასა და პრაქტიკულ ამოცანებს. ლექციების ბოლოს კი მსმენელებს საშუალება ექნებათ ლექტორთან ერთად განიხილონ უშუალოთ მათთვის საინტერესო და ბუნდოვანი საკითხები.
 
ლექციების მსვლელობისას გათვალისწინებულია 15 წუთიანი შესვენება (ჩაი/ყავაზე).
 
სამუშაო მასალები და საგადასახადო კოდექსი მსმენელებს გადაეცემათ უფასოდ.
 
ტრენინგის დასასრულს ტესტირების საფუძველზე გაიცემა შესაბამისი კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი ექსპერტის ხელმოწერით.
 
კურსს უძღვება კონსტანტინე გორბატკოვი- საგადასახადო საქმის ექსპერტი, ეკონომიკის დოქტორი.
 
ლექციების ჩატარების განრიგი: შაბათი 10:30-14:00
კურსის ხანგძლივობა: 40 საათი
კურსის ღირებულება: 420 ლარი (გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად)
 
დამატებით, საშუალება გაქვთ გაიაროთ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების კურსი ნადია კვატაშიძესთან და მიიღოთ მთავარი ბუღალტრის სერტიფიკატი.
 
ამ შემთხვევაში:
  • მთლიანი კურსის ღირებულება 650 ლარი (820 ლარის ნაცვლად)
  • კურსის ხანგძლივობა 76 საათი (სამშაბათი- 19:00-21:00, შაბათი-10:30-14:00, კვირა- 10:00-13:00)
იმისათვის, რომ მუდმივად ადევნოთ თვალი ორგანიზაციის სიახლეებს, დაგვიმეგობრდით Facebook გვერდზე CTO - Consulting & Training Office.
 
რეგისტრაციისათვის გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა 
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები