GE
განახლებული საგადასახადო კოდექსის შემსწავლელი კურსი
განახლებული საგადასახადო კოდექსის შემსწავლელი კურსი 28 აპრილიდან ევროპის აკადემიურ ცენტრში!
ევროპის აკადემიური ცენტრი იწვევს კომპანიების ხელმძღვანელებს, დირექტორებს, პროფესიონალ და დამწყებ ბუღალტრებს, საგადასახადო სამსახურების წარმომადგენლებს, ფინანსისტებს, იურისტებს, სხვადასხვა დონის პრაქტიკოს მენეჯერებს, ამ სფეროში კვალიფიკაციის ამაღლების მსურველებს და საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით დაინტერესებულ ყველა პირს საქართველოს ახალი საგადასახადო კოდექსის შემსწავლელ კურსებზე.
 
ევროპული ცენტრი გთავაზობთ საგადასახადო კოდექსის შემსწავლელ ორი ტიპის კურსს:
  1. საგადასახადო კოდექსის ინტენსიური კურსი:
    კურსის ხანგრძლივობა: ოთხი კვირა;
    საკონტაქტო საათები: 16-18 საათი;
    ტრენინგ-კურსის მთლიანი ღირებულებაა 250 ლარი
  2. საგადასახადო კოდექსის ვრცელი კურსი:
    კურსის ხანგრძლივობა 40 საათი;
    ლექციის ხანგრძლივობა 2 საათი;
    ღირებულება 500 ლარი.
კურსს უძღვება საგადასახადო კანონმდებლობის ექსპერტი, აღნიშნული სფეროს პრაქტიკოსი ნინო ფოდიაშვილი.
მსმენელები სრულად არიან უზრუნველყოფილნი აუცილებელი სასწავლო და მეთოდური მასალებით, თითოეულ ჩვენს მსმენელს საჩუქრად გადაეცემა ევროპული ცენტრის გამოცემა საგადასახადო კოდექსის წიგნი.
 
კოდექსის შესწავლა მოხდება პრაქტიკული მაგალითების გარჩევის გზით, კურსის განმავლობაში დეტალურად და ამომწურავად განიხილება საგადასახადო კოდექსში შესული თითოეული ცვლილება ძველი და ახალი კოდექსის შესაბამისი მუხლების შედარების საფუძველზე. განხილული იქნება ამ ცვლილებების დადებითი და უარყოფითი მხარეები. ლექციები მოიცავს კითხვა-პასუხის ფორმატს.
 
ტრენინგის დასრულების შემდგომ მსმენელებს ჩაუტარდებათ შემაჯამებელი ტესტირება, რომლის შედეგების საფუძველზე გაიცემა "ევროპის აკადემიური ცენტრის" საერთაშორისო დონის შესაბამისი სერთიფიკატი.
 
იჩქარეთ, მიმდინარეობს რეგისტრაცია!


დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა 
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები