GE
მთავარი ბუღალტრისა და ბიზნეს-სახელშეკრულებო სამართლის კურსი
ღირებულება: 350 ლარი
"ევროპის აკადემიური ცენტრი" აცხადებს მსურველთა მიღებას მთავარი  ბუღალტრისა და ბიზნეს-სახელშეკრულებო სამართლის შემსწავლელ კურსებზე ქ. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

მთავარი ბუღალტრის სასერთიფიკატო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს პროფესიონალი ბუღალტრის კვალიფიკაციის ამაღლებას, რაც ორგანიზაციაში ფინანსური და ბუღალტრული აღრიცხვის წარმატებით განხორციელებაში დაეხმარება. კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც აქვთ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება და სურს მიენიჭოს მთავარი ბუღალტრის კვალიფიკაცია.

სასწავლო კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
  1. საგადასახადო კოდექსი;
  2. ბიზნეს/სამეწარმეო სამართალი;
  3. თანამედროვე ფინანსები.
სწავლება მიმდინარეობს ინტერაქტიული ფორმით, რომელიც მოიცავს:
  • თეორია + პრაქტიკა;
  • ქეისების განხილვა.
კურსს უძღვებიან აღრიცხვა/აუდიტის პრაქტიკოსი ტრენერები.

სწავლების ხანგრძლივობა: 11 კვირა, სულ 79 საათი.
კურსის ღირებულებაა 900 ლარი (დღგ-ის ჩათვლით).
კურსის ბოლოს გაიცემა მთავარი ბუღალტრის სასერთიფიკატო პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.


ბიზნეს-სახელშეკრულებო სამართლის შემსწავლელი კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც სურვილი აქვს მიიღოს სრულყოფილი ცოდნა ბიზნესის კანონმდებლობაში. ტრენინგი გულისხმობს საქართველოში მოქმედი იმ საკანონმდებლო დოკუმენტის განხილვას და გადასახადების აღრიცხვის შესწავლას, ხელშეკრულებების განხილვას, რომელთა ბაზაზეც ხორციელდება ქვეყნის ტერიტორიაზე ბიზნეს საქმიანობის მართვა.

პროგრამა მოიცავს:
  • სამოქალაქო ურთიერთობის პირები; 
  • სამეწარმეო სამართლებრივი სუბიექტები; 
  • საგადასახადო სამართლებრივი ურთიერთობის მხარეები;
  • სახელშეკრულებო და ვალდებულებითი სამართალი; 
  • ბიზნეს პრაქტიკული მაგალითები; 
  • ბიზნეს პრაქტიკული ქეისები.
კურსის ხანგრძლივობა: 6 კვირა.
ლექციის ხანგრძლივობა: 20 საათიანი სასწავლო კურსი.
კურსის ღირებულება: 400 ლარი.

კურსის ბოლოს ჩატარდება ფინალური ტესტირება. კურსის დასრულების შემდგომ გაიცემა "ევროპის აკადემიურ ცენტრის“ სერტიფიკატი. ჩვენი საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს კორპორატიული კლიენტების მომსახურება. ცენტრი კლიენტებს სთავაზობს თანამშრომლების მომზადებასა და გადამზადებას. მიმდინარეობს მსურველთა რეგისტრაცია.

ევროპული ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს კორპორაციული კლიენტების მომსახურება. ცენტრი კლიენტებს სთავაზობს თანამშრომლების მომზადებასა და გადამზადებას სპეციალურ ფასად.
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ ამავე გვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
 
 
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი საქართველო
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები