GE
პრაქტიკული და კომპიუტერული ბუღალტერიის კომპლექსური ინტენსიური კურსები
"ინტელექტ ცენტრი" აცხადებს მსმენელთა მიღებას პრაქტიკული და კომპიუტერული ბუღალტერიის კომპლექსურ კურსებზე.

გაითვალისწინეთ! ჩვენი კურსები ორიენტირებულია ხარისხზე, თქვენ შეგიძლიათ ენდოთ ჩვენს 13 წლიან გამოცდილებას, მიიღოთ პროფესიული დონის, პრაქტიკაზე ორიენტირებული ცოდნა და დასაქმების რეალური შანსი, სწორედ ამით გამოვირჩევით სხვებისგან.

გაითვალისწინეთ, დიდი წარმატება სწორი არჩევანით იწყება!

ისწავლება:
  1. საბუღალტრო აღრიცხვა და პრაქტიკული ბუღალტერია - საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. სამეწარმეო და საგადასახადო კანონმდებლობის ძირითადი საკითხები. ელექტრონული დეკლარირების (www.rs.ge) შესწავლა - პრაქტიკული მაგალითებით;
  2. კომპიუტერული საბუღალტრო პროგრამები - ორისი, სუპერფინი, ინფო (არჩევით), 1C (არჩევით);
  3. სტაჟირება - პრაქტიკულ და კომპიუტერულ ბუღალტერიაში, რეალური ორგანიზაციების დოკუმენტების გამოყენებით.
დამწყები ბუღალტრებისთვის საათობრივი კონსულტაციები.

პროგრამა გათვალისწინებულია: როგორც დამწყებთათვის, სტუდენტებისთვის, ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვისაც საერთოდ არ ჰქონია საბუღალტრო განათლება, ასევე, მათთვის, ვინც უკვე მუშაობდა ბუღალტრად, ვიდრე საერთაშორისო სტანდარტებით მოხდებოდა ბუღალტრული დოკუმენტაციების წარმოება და სურს საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით და უახლესი მეთოდებით დაეუფლოს პრაქტიკულ ბუღალტერიას. ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესის ბუღალტრებისთვის, არანაკლებ სასარგებლო იქნება ინდივიდუალური მეწარმეების, შპს-თვის, რაც საშუალებას მისცემს საწარმოს ხელმძღვანელებს და პარტნიორებს, აკონტროლონ საწარმოს საქმიანობა და ფინანსური მდგომარეობა.

ლექციები შედგება - არა მხოლოდ თეორიული მასალებისგან, არამედ განიხილება და ვრცელი ადგილი აქვს დათმობილი პრაქტიკულ ამოცანებს და სავარჯიშოებს, რომლებიც ხშირად გვხვდება პრაქტიკაში, კონკრეტული ვირტუალური საწარმოს მაგალითზე - საწარმოს დაარსების დღიდან და მოიცავს ყველა იმ საბუღალტრო ოპერაციის წარმოებას და პირველადი დოკუმენტაციის დამუშავებას, საგადასახადო დეკლარაციების შევსებას, რაც ევალება ბუღალტერს ერთი საანგარიშგებო წლის განმავლობაში - წლიური ფინანსური ანგარიშგების ჩათვლით.

კურსდამთავრებულები დამოუკიდებლად შეძლებენ აწარმოონ, როგორც პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება, საბაჟო, ნავთობპროდუქტების, უცხოური ვალუტით განხორციელებული ოპერაციები, ასევე, ბუღალტრული ბალანსი, ფინანსური აღრიცხვა, მოგება-ზარალის ანგარიშგება, საგადასახადო დეკლარაციების შევსება, საგადასახადო და სამეწარმეო, სადავო საკითხების მოგვარება.

ჩვენი კურსდამთავრებულები არიან არა მხოლოდ ფიზიკური პირები, არამედ სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც ჩვენი კურსის გავლის შემდეგ აქტიურად გააგრძელეს მუშაობა თავიანთ ორგანიზაციაში ბუღალტრის თანამდებობაზე.

სს "ელიტ ელექტრონიქსი", შპს "უნიტრანსი", შპს "ბადენი", ფ/პ "გიორგი გოთოშია", სს "ჯიპისი", შპს "მსო კრედო" სს "ზაზა ფანასკერტელი", წყნეთის გამგეობა, თბილისის მერია, შპს "იფქლი", შპს "მიფასი", სს "პარაზიტოლოგიის ინსტიტუტი", შპს "ფაქტორ ელექტრონიქსი", შპს "ნიკა-2000", შპს "პოპტნეტი", შპს "აგროგრუპ+" , შპს "აგროსერვისი 2007", "ვოლდ ვიჟენი", შპს "ალიზი", იმ "ნატალი+", შპს "თაიგული", შპს "ნიუვეი", შპს "სხივი" და კიდევ ბევრი სხვა.

გაითვალისწინეთ: კურსი მიმდინარეობს ინტენსიურად, კვირაში 5-ჯერ.

სწავლა იწყება:
  • დილის ჯგუფებში - 9 სთ 30 წთ; 11 სთ-ზე;
  • დღის ჯგუფში - 12 სთ-დან 17 სთ-მდე;
  • საღამოს ჯგუფში - 18-დან 19 სთ-მდე.
სწავლის ღირებულება მცირერიცხოვან ჯგუფებში - 250 ლარი.
მეცადინეობის ხანგრძლივობა - 24 ლექცია.

სწავლის ღირებულება ორკაციან ჯგუფებში - 300 ლარი.
მეცადინეობის ხანგრძლივობა - 24 ლექცია.

სწავლის ღირებულება ინდივიდუალურად - 400 ლარი.
მეცადინეობის ხანგრძლივობა - 20 ლექცია.
 
კომპიუტერული საბუღალტრო პროგრამების ღირებულება:

ორისი - ინდივიდუალურად 100 ლარი - 8 ლექცია.
სწავლის ღირებულება ორკაციან ჯგუფებში - 80 ლარი.

სუპერფინი - ინდივიდუალურად 100 ლარი - 8 ლექცია.
სწავლის ღირებულება ორკაციან ჯგუფებში - 80 ლარი.

ინფო - ინდივიდუალურად 120 ლარი - 6 ლექცია.
სწავლის ღირებულება ორკაციან ჯგუფებში - 100 ლარი.

"ინტელექტ ცენტრი" გთავაზობთ სტაჟირების პრაქტიკულ კურსებს (მომსახურების, ვაჭრობის და წარმოების სფეროებში) დამწყები ბუღალტრებისთვის.

კურსი გათვალისწინებულია: მათთვის, ვინც უკვე გაიარა თეორიული კურსები საბუღალტრო აღრიცხვაში და სურს მუშაობის დაწყება ბუღალტრად, მაგრამ არ ჰყოფნით შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება, რათა დამოუკიდებლად აწარმოონ საბუღალტრო, საბაჟო, უცხოური ვალუტის კონვერსია-კონვერტაციის ოპერაციები და საგადასახადო დოკუმენტაცია ან არიან ახალბედა ბუღალტრები, რომელთაც ესაჭიროებათ მეტი პრაქტიკული (თეორიული და კომპიუტერული) საბუღალტრო უნარ-ჩვევების შეძენა და პრაქტიკაში რეალიზება, ასევე, მათთვის, ვინც ადრე მუშაობდა ბუღალტრად, ვიდრე საერთაშორისო სტანდარტებით მოხდებოდა ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება.

კურსის მსვლელობისას: სტაჟირების პერიოდში მსმენელი რეალურად იმუშავებს ერთ-ერთ კომპიუტერულ პროგრამაში. პროფესიონალი სპეციალისტის დახმარებით, შეძლებს დამოუკიდებლად აწარმოოს პირველადი დოკუმენტაციის პროგრამაში შეყვანა, დალაგება, ფინანსური ანგარიშგება. მოქმედი ორგანიზაციების მაგალითზე. რეალური ბუღალტრული დოკუმენტებით გაეცნობა მომსახურების, ვაჭრობის და წარმოების სფეროს. ასევე, შეისწავლის სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებების, აქტების, ინვოისების, ოქმების და ა.შ. დოკუმენტაციის შექმნას და წარმოებას.
 
პროგრამა მოიცავს:
  • პირველადი დოკუმენტაციის დამუშავებას;
  • სააღრიცხვო ციკლისა და ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდებს;
  • ბუღალტრული ანგარიშგების დანიშნულების განმარტებებს და გამოყენების წესს;
  • საბანკო და სალარო ოპერაციების მოწესრიგებას;
  • სახელფასო უწყისის მომზადებას;
  • ანგარიშსწორებას მყიდველებსა და მომწოდებლებთან (დებიტორ-კრედიტორებთან);
  • სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვას, ვაჭრობა-წარმოებას, რომელიც მოიცავს პროდუქციის წარმოებასა და საწყობში საქონლის მოძრაობის აღრიცხვას და განკუთვნილია სავაჭრო და საწარმოო ორგანიზაციებისთვის;
  • ძირითადი საშუალებების აღრიცხვას;
  • იჯარის აღრიცხვას;
  • საწვავის აღრიცხვას;
  • უცხოური ვალუტით განხორციელებულ ოპერაციებს;
  • საკუთარი კაპიტალის აღრიცხვას;
  • შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვას;
  • საგადასახადო ვალდებულებების აღრიცხვას;
  • კორექტირებას საბუღალტროსა და საგადასახადო აღრიცხვიანობას შორის;
  • მოგება-ზარალის ანგარიშგების შედგენას;
  • გადასახადებსა და დეკლარაციების შევსებას;
  • ხელშეკრულებების, აქტების ჩამოყალიბებას;
  • უახლოეს ცვლილებებს სსკ-ში;
  • თეორიული მასალის ნაწილს, ტესტების და ამოცანების დამუშავებას, პრაქტიკულ სავარჯიშოებს.
კურსდამთავრებულის უპირატესობანი:
  • დამოუკიდებლად აწარმოებს ორგანიზაციის საბუღალტრო საქმიანობას.
  • მიეცემა შესაბამისი რეკომენდაცია სამსახურში წარსადგენად.
  • მიიღებს კომპიუტერული პროგრამის სწავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
კურსის ხანგრძლივობა - 12 ლექცია.
ღირებულება: თვეში 200 ლარი - ინდივიდუალურად. თვეში 170 ლარი - 2 კაციან ჯგუფში.

ახალბედა, დამწყები და უკვე მოქმედი ბუღალტრებისთვის საათობრივი კონსულტაცია, როგორც თეორიულ მასალაში, ასევე, საბუღალტრო კომპიუტერულ პროგრამებში. ერთი კონსულტაციის ღირებულება: 20 ლარი.

ასევე, შესაძლებელია დამწყები და მოქმედი ბუღალტრებისთვის კონსულტაციები თავისივე ბუღალტრული დოკუმენტების საშუალებით. ერთი კონსულტაციის ღირებულება: 25 ლარი.

კურსის დასრულებისას მსმენელებს გადაეცემათ ქართულ და ინგლისურენოვანი სერტიფიკატი!

"ინტელექტ ცენტრი" აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა კომპანიასთან და საუკეთესო კურსდამთავრებულებს აგზავნის სტაჟირებაზე. მსმენელებს კურსის ბოლოს ჩაუტარდებათ შესაბამისი ტესტირება, გამორჩეულებს რეკომენდაციას მისცემს პედაგოგი და მათ CV-ს იტოვებს "ინტელექტ ცენტრის" ბაზაში, დამკვეთი კომპანიისგან სტაჟიორის ან კადრის მოთხოვნისთანავე მათი მონაცემები იგზავნება, სადაც მიიღებენ რეალურ პრაქტიკას და აქტიურად გამოიყენებენ ჩვენთან მიღებულ ცოდნას. ვაკანსიის შემთხვევაში კი მათ უფრო მეტი შანსი ექნებათ, რომ დასაქმდნენ იმავე კომპანიაში.

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები