GE
ტრენინგი და სტაჟირება საბუღალტრო აღრიცხვასა და პრაქტიკულ ბუღალტერიაში
მათთვის, ვინც უკვე გაიარა თეორიული კურსები საბუღალტრო აღრიცხვაში და სურს მუშაობის დაწყება ბუღალტრად, მაგრამ არ ყოფნით შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება, რათა დამოუკიდებლად აწარმოონ საბუღალტრო და საგადასახადო დოკუმენტაცია, ან არიან ახალბედა ბუღალტრები, რომელთაც ესაჭიროებათ მეტი პრაქტიკული (თეორიული და კომპიუტერული) საბუღალტრო უნარ–ჩვევების შეძენა და პრაქტიკაში რეალიზება, ასევე მათთვის, ვინც ადრე მუშაობდა ბუღალტრად, ვიდრე საერთაშორისო სტანდარტებით მოხდებოდა ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება – შპს ,,ინტელექტ ცენტრი“ გთავაზობთ ორთვიან სტაჟირებას პრაქტიკულ და კომპიუტერულ ბუღალტერიაში.

სტაჟირების პერიოდში მსმენელი რეალურად იმუშავებს ერთ-ერთ კომპიუტერულ პროგრამაში. სპეციალისტის დახმარებით შეძლებს დამოუკიდებლად აწარმოოს პირველადი დოკუმენტაციის პროგრამაში შეყვანა, დალაგება, ფინანსური ანგარიშგება. რეალურ ბუღალტრულ დოკუმენტებში გაეცნობა მოსახურების და ვაჭრობის სფეროს. ასევე შეისწავლის სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებების, აქტების, ინვოისების, ოქმების და ა.შ. დოკუმენტაციის შექმნას და წარმოებას.
პროგრამა მოიცავს:
  • პირველადი დოკუმენტაციის დამუშავებას;
  • საბანკო და სალარო ოპერაციების მოწესრიგებას;
  • სახელფასო უწყისის მომზადებას;
  • ანგარიშსწორებას მყიდველებთან და მომწოდებლებთან;
  • ვაჭრობა–წარმოებას, რომელიც მოიცავს პროდუქციის წარმოებასა და საწყობში საქონლის მოძრაობის აღრიცხვას და განკუთვნილია სავაჭრო და საწარმოო ორგანიზაციებისთვის;
  • ძირითადი საშუალებების აღრიცხვას;
  • კორექტირებას საბუღალტროსა და საგადასახადო აღრიცხვიანობას შორის;
  • მოგება–ზარალის ანგარიშგების შედგენას;
  • გადასახადებსა და დეკლარაციების შევსებას;
  • ხელშეკრულებების, აქტების ჩამოყალიბებას;
  • უახლოეს ცვლილებებს სსკ–ში;
  • თეორიული მასალის ნაწილს, ტესტების და ამოცანების დამუშავებას. პრაქტიკულ სავარჯიშოებს.
კურსდამთავრებულის უპირატესობანი:
  • დამოუკიდებლად აწარმოებს  ორგანიზაციის საბუღალტრო საქმიანობას.
  • მიეცემა შესაბამისი რეკომენდაცია სამსახურში წარსადგენად.
  • მიიღებს კომპიუტერული პროგრამის სწავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
კურსის ხანგრძლივობა 2 თვე – 24 ლექცია
ღირებულება – თვეში 200 ლარი – ინდივიდუალურად
ღირებულება – თვეში 180 ლარი – 2 კაციან ჯგუფში
 
ახალბედა დამწყები და უკვე მოქმედი  ბუღალტრებისთვის საათობრივი კონსულტაცია, როგორც თეორიულ მასალაში, ასევე საბუღალტრო კომპიუტერულ პროგრამებში. ერთი კონსულტაციის – ღირებულება–20 ლარი

რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ამ ვებ-გვერდზე განთავსებული სააპლიკაციო ფორმა.

მიმდინარეობს რეგისტრაცია!
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები