მედიცინის ქართული და ინგლისურენოვანი ერთსაფეხურიანი პროგრამები
ღირებულება:
2250
ლარი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - დიპლომირებული მედიკოსი Medical Doctor
მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლების აუცილებელი პირობაა თეორიული და პრაქტიკული სწავლების ინტეგრაცია, კლინიკური უნარ-ჩვევების განვითარება ვირტუალური სიმულაციის ცენტრში (უმცროსკურსელებისთვის) და კლინიკურ გარემოში (უფროსკურსელებისთვის).
სწავლების პროცესში მეტად მნიშვნელოვანია სწავლების შემდეგი ფორმების გამოყენება: ინტერაქტიური ლექციები, სემინარები, შუალედური გამოცდები; კლინიკურ გარემოში სწავლება (bedside teaching); სიმულატორებისა და მულაჟების გამოყენება; პაციენტისა და ექიმის როლების შესრულება; ლაბორატორიული სწავლება; პრეზენტაციები; სამეცნიერო კვლევაში მონაწილეობა; პრაქტიკული კურსების გავლა კლინიკურ ბაზებში.
ამ მიზნით, უნივერსიტეტში ფუნქციონირებს საბაზისო საუნივერსიტეტო სასწავლო ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტიპის ანატომიური მოდელებითა და მულაჟებით; ფიზიოლოგიის სასწავლო–სამეცნიერო ლაბორატორია, რომელშიც სტუდენტები ცხოველებზე ატარებენ ექსპერიმენტებს; ბიოქიმიის ლაბორატორია და სხვა. კლინიკური სასწავლო კურსების კლინიკურ გარემოში სწავლების მიზნით, უნივერსიტეტს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები აქვს გაფორმებული წამყვან სამედიცინო დაწესებულებებთან და კლინიკებთან. სამეცნიერო უნარ–ჩვევების გამომუშავების მიზნით პროგრამაში გათვალისწინებულია სამეცნიერო კვლევის მოდული.
- ქართულენოვან პროგრამაზე სწავლების ენა ქართული;
პროგრამის ხანგრძლივობა 6 წელი, 360 ECTS კრედიტი;
სწავლის წლიური საფასური 2250 ლარი.
- ინგლისურენოვან პროგრამაზე სწავლების ენა ინგლისური;
პროგრამის ხანგრძლივობა 6 წელი, 360 ECTS კრედიტი;
სწავლის წლიური საფასური 4300 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში
თავიდანვე შემოხაზე 115, ბედნიერი სტუდენტობა.
ჩვენ ვქმნით თქვენს მომავალს.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
- სავარაუდო თარიღი გასულია
- ჩატარების ადგილი თბილისი
- სწავლების ენა ქართული, ინგლისური
- სწავლის ფორმა დღის