ტრენინგი საგადასახადო კოდექსში
ღირებულება:
250
ლარი
საქართველოს საგადასახადო კოდესში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით, "კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი" იწვევს ეკონომიკური და იურიდიული სფეროს თანამშრომლებს საგადასახადო კოდექსის შემსწავლელ კურსებზე.
გაითვალისწინეთ! ჩვენ გთავაზობთ სრულყოფილ სასწავლო პროცესს, სწავლების თანამედროვე სტილს, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ აუდიტორიებს და სასიამოვნო ატმოსფეროს, რომელიც საშუალებას მოგცემთ მიიღოთ საუკეთესო განათლება. ყველა მსმენელი უზრუნველყოფილია უახლესი ლიტერატურით, სამუშაო მასალებითა და საკანონმდებლო აქტებით.
კურსის ხანგძლივობა: ორი თვე;
საკონტაქტო საათები: 32 საათი, კვირაში ორჯერ ორი საათი (საღამოს საათები).
საკონტაქტო საათები: 32 საათი, კვირაში ორჯერ ორი საათი (საღამოს საათები).
კურსი მოიცავს მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობას, საქართველოს ახალი საგადასახადო კოდექსს:
- საქართველოს საგადასახადო სისტემა;
- გადასახადის გადამხდელები, საგადასახადო აგენტები;
- ერთობლივი შემოსავალი;
- გამოქვითები და ზარალი;
- საშემოსავლო გადასახადი;
- მოგების გადასახადი;
- შემოსავლების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან;
- დამატებითი ღირებულების გადასახადი;
- აქციზი;
- საბაჟო გადასახადი;
- ქონების გადასახადი;
- ადგილობრივი მოსაკრებელი.
გაითვალისწინეთ! თითოეული ლექცია მოიცავს: პრაქტიკულ სამუშაოს, დისკუსიას და კითხვა-პასუხს.
კურსს უძღვეებიან:
- კოსტანტინე გორბატკოვი - საგადასახადო საქმის ექსპერტი, პარლამენტთან არსებული აუდიტორული საბჭოს წევრი, ეკონომიკის დოქტორი.
- დავით პაპიაშვილი - პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მიერ მინიჭებული აქვს კვალიფიკაცია ზოგად აუდიტში. არის ერთერთი წამყვანი აუდიტორული კომპანიის მთავარი აუდიტორი; სხვადასხვა სასწავლო ცენტრებში წარმატებული საგადასახადო კანონმდებლობის ლექტორი (საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციაში, სსიპ "საქართველოს ფინანსთა სამინისტოს მომსახურების სააგენტო"-ში, სსიპ "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოს აკადემია"-ში და საქართველოს უნივერსიტეტში)
კურსის ბოლოს ტარდება სასერტიფიკატო გამოცდა.
მთლიანი კურსის ღირებულება: 250 ლარი (გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად). კორპორაციულ კლიენტებთან მიმართებაში კურსის ღირებულებასთან დაკავშირებით შესაძლებელია მოლაპარაკება.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით. რეგისტრაციისთვის შეავსეთ ამ ვებ-გვერდზე განთავსებული სააპლიკაციო ფორმა.
მიმდინარეობს რეგისტრაცია!
- სავარაუდო თარიღი გასულია
- ჩატარების ადგილი თბილისი
- სწავლების ენა ქართული
- სწავლის ფორმა საღამოს